რთული მეტეოროლოგიური პირობები გამო კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო მიმართვას ავრცელებს:
“🔴 რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
🔵 საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”