სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ახალგაზრდა ბიჭის ფოტო, რომელიც დედასთან ერთად არის გადაღებული.
ახალგაზრდა ფოტოს ასე ასათაურებს: ფოტო სათაურად: დედა, რომელიც ვეღარ მცნობს…
„გამარჯობა ეს ალცჰაიმერია ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ბევრი ვეძებე, ვიკითხე ამ დაავადების შესახებ და ერთი თუნდაც დამამშვიდებელი სიტყვა ან რჩევა უდიდესად მიმსუბუქებს იმას რასაც მე ახლა განვიცდი, ალბათ ბევრია ჩემ მდგომარეობაში და მინდა გითხრათ, რომ არ დანებდეთ ეს განაჩენი არ არის! შეიძლება ვერ გიცნოთ მაგრამ არ მისცეთ უფლება ამ დაავადებას, რომ სულ წაგართვათ საყვარელი ადამიანი! იმის მიუხედავად, რომ არ არის მისი სამკურნალო წამალი რომელიც ამას განკურნავს, არის შემაჩერებელი პრეპარატები, რომ უცებ არ განვითარდეს პროცესები, დედას შემთხვევაში ბევრ ექიმთან მომიწია კონსულტაცია, უამრავი მედიკამენტის მიცემა და ახლაც ვასმევთ, დიდად შედეგი არ გვაქვს სამწუხაროდ მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ერთი რამ სრულიად გააზრებული მაქვს ის ჩემი დედაა და მე მის გვერდით ვიქნები ბოლომდე და ყველაფერს ვცდი იმისთვის რომ შევუმსუბუქო მდგომარეობა. და ბოლოს ეს ალცჰაიმერია და არა განაჩენი. ყველაფერი კარგად იქნება! ვინც ჩემს მდგომარეობაში ხართ გთხოვთ ბოლომდე დაუდექით საყვარელ ადამიან გვერდით ჩვენ მათ ვჭირდებით!“, – წერს ნოდარ თათვიძე.