ჟურნალისტ, ლაშა ბერულავას ინფორმაციით, ქართველი მოხალისე, დანიელ ბულკაშვილი, რომელიც თურქეთში დაღუპული ეგონათ, ცოცხალია.
“როგორც მისი ახლობლები წერენ, დანიელ ბულკაშვილი ცოცხალია: თურქეთში, ნანგრევებიდან მისი ამოყვანა მოახერხეს!!!”, – წერს ლაშა ბერულავა.
ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თურქეთში მოხალისედ წასული ქართველი ბიჭი, დანიელ ბულკაშვილი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა.