ბევრი ადამიანი უჩივის თვის გარკვეულ დღეებში სისუსტეს, გაღიზიანებას, მგრძნობელობის მომატებას და ვერ ხსნის მიზეზებს. ადამიანის განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს მთვარის ფაზები. თავი რომ დააღწიოთ ნერვიულობას, გაღიზიანებასა და მშფოთვარე ძილს, უნდა შეასრულოთ მარტივი და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები. მაგალითად:
✔️თუ სავსე მთვარეა, საძინებელი ოთახი კარგად დააბნელეთ, რადგან, მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზად არ იქცეს. მწარე და ცხარე კერძების ნაცვლად, ვახშამზე მსუბუქად დანაყრდით. კარგია, თუ ასტროლოგიურად რთულ დღეებში ხშირად მიიღებთ აბაზანას, რადგან ის ადვილად მოგიხსნით სტრესს. სავსე მთვარის დღეებში დამზადებული ზამთრის პროდუქტის მარაგი მალევე იწყებს გაფუჭებას. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს არც მოსავლის აღება-დაბინავებაა მიზანშეწონილი. უმჯობესია, ეს პერიოდი სახლში გაატაროთ და დაისვენოთ;
✔️მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს ადამიანის ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამას თავიდან აიცილებთ, თუ მთვარის შევსების წინ ხილით მოიწყობთ განტვირთვის დღეს, ტკბილეულს კი მოერიდებით. ამ დღეებში ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას;
✔️ახალ მთვარეზე იმატებს გაღიზიანება, მგრძნობელობა და კონფლიქტისადმი მიდრეკილება. ნუ გამოხატავთ აგრესიას. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ერიდეთ მგზავრობას და ბევრ ხალხთან კონტაქტს;
ასევე, თუ გეცოდინებათ რას მიაქციოთ ყურადღება კონკრეტულ კვირის დღეს, რა გააკეთოთ თამამად და რას მოერიდოთ, მაშინ ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს, წარმატებასაც იოლად მიაღწევთ და ბარიერებსა და წინაღობებესაც ადვილად გადალახავთ.
ორშაბათი – კარგი დროა ყველა იმ საქმის გასაკეთებლად, რაც წყალს უკავშირდება. ასევე, შეგიძლიათ, მოინახულოთ ახლო ნათესავები და დაიტვირთოთ მათგან დადებითი ემოციებით. შესაძლოა, განმარტოებამ ცუდი შედეგი გამოიღოს – სევდა შემოგაწვეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ. ამ დღეს ნერვიულობა კატეგორიულად იკრძალება.
სამშაბათი – იგრძნობა ძალის მოზღვავება. ამ დღეს სწრაფად გაუმკლავდებით იმ საქმეს, რომელსაც აქამდე ხელს ვერ ჰკიდებდით. სამშაბათს გეკრძალებათ სიზარმაცე. ამ დღეს საყვარელ ადამიანს ადვილად აიყოლიებთ და ტკბილი სიტყვით თქვენ სასარგებლოდ მომართავთ. თუ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა გსურთ, ამისთვის სამშაბათი საუკეთესო დროა. ამ დღეს იმატებს გაღიზიანება და, ამიტომ, უმჯობესია, თუ საღამოს საათებს ვარჯიშს ან სუფთა ჰაერზე სეირნობას მოახმართ.
ოთხშაბათი – საუკეთესოა ურთიერთობებისათვის. ამ დღეს, ახლობლებთან და მეგობრებთან „წაჭორავება“ სიამოვნებას მოგანიჭებთ. იყავით ყურადღებით. ნუ დაუჯერებთ დაპირებებს, რადგან დიდი შანსია, მოტყუვდეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაარიგოთ ბავშვს ჭკუა, რადგან ის ამას ვერ შეისმენს. ეს დღე საუკეთესოა ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად.
ხუთშაბათი – კარგი დროა მაღალ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. არ გირჩევთ მაღაზიებში საყიდლებზე სიარულს. საყვარელი ადამიანი მეტად გულახდილი იქნება. საერთოდ, ეცადეთ, ამ დღეს ნაკლები იფიქროთ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. არ შეიძლება კამათი, რადგან ის სერიოზულ სახეს მიიღებს.
პარასკევი – სიყვარულის დღეა. ეცადეთ, სახლში შექმნათ სასიამოვნო გარემო. სიზარმაცე გეპატიებათ. ეს დღე ყველაზე კარგია იმიჯის შესაცვლელად და რაიმე ახლის საყიდლად. ჭამეთ ის, რაც გსიამოვნებთ. ნუ დაიტვირთებით. ეს დღე საუკეთესოა ურთიერთობების გასარკვევად და სიყვარულის ასახსნელად.
შაბათი – ზღუდავს სურვილებს და აბრკოლებს მათ ახდენას. ამ დღეს მოერიდეთ გრძნობების აფიშირებასა და ზედმეტ საუბარს. ადვილად დაამარცხებთ მავნე ჩვევებს. კარგია სახლის დალაგება და რაიმეს ყიდვა. ასევე, სასიკეთოდ იმოქმედებს განმარტოება.
კვირა – უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გაატარებთ. შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, გაერთოთ და დახარჯოთ ფული თქვენთვის სასურველი ნივთების შესაძენად.
წყარო: თბილისელები
