თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონში მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა – ინფორმაციას დაღუპული დანიელ ბულკაშვილის მეგობარი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დანიელ ბულკაშვილი ნანგრევებში მოჰყვა.
“არ ვიცი, რა დავწერო… გული ძალიან მეწვის. ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. მარადიული ხსოვნა მეგობარო. შენ მართლა გმირი იყავი და გმირად დარჩები ჩვენს გულში. თურქეთში წავიდა, მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად, ნანგრევები ჩამოიშალა და დაიღუპა” – წერს გიორგი დიასამიძე.