ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სურამთან მომხდარი ავარიისას დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა, დავით აკობია მისი ახლობელია.
გეგეგჭკორი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
“ჩვენი ერთადრთი ბიჭი აღარ გვყავს. სიკვდილი რომ მინდა, ისეთი უბედურება დაგვატყდა თავს. მამის მხრიდან მეტი აღარავინ მყავს. ჩემი დათუნა. ღმერთო როგორ გადავიტანო ეს… როგორ ვუყურო მამიდას, ორი ახალგაზრდა ძმის და ერთადრთი შვილის სიკვდილის მხილველს” – წერს ნანა გეგეჭკორი.