Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პირადი ტრაგედია, შვილის გარდაცვალება, საკუთარი წიგნი და ვარსკვლავი თეატრის წინ – ნანა ფაჩუაშვილის რთული ცხოვრების გზა დიდი წარმატებისკენ

February 21, 2023
პირადი ტრაგედია, შვილის გარდაცვალება, საკუთარი წიგნი და ვარსკვლავი თეატრის წინ – ნანა ფაჩუაშვილის რთული ცხოვრების გზა დიდი წარმატებისკენ

„ღვთაებრივი კომედია“, „ხანუმა“, „ჭინჭრაქა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჯაყოს ხიზნები“… ეს იმ სპექტაკლების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც ნანა ფაჩუაშვილმა კარიერის დაწყებიდან დღემდე ითამაშა. მდიდარია მისი ფილმოგრაფიაც – სხვადასხვა დროს მთავარი თუ მეორეხარისხოვანი როლი არაერთ ცნობილ ფილმში შეასრულა. ნანა ფაჩუაშვილი 2 იანვარს 80 წლის გახდა. რუსთაველის ეროვნულ თეატრში, მის საიუბილეო საღამოზე, მსახიობის საავტორო დოკუმენტური ფილმის, „მე და ჩემი 88 ანარეკლი“ ჩვენება გაიმართა.

პირადი ტრაგედია, შვილის გარდაცვალება, საკუთარი წიგნი და ვარსკვლავი თეატრის წინ - ნანა ფაჩუაშვილის რთული ცხოვრების გზა დიდი წარმატებისკენ

დოკუმენტურ ფილმში ნანა ფაჩუაშვილი თავისი ცხოვრების შესახებ ჰყვება. მისი განვლილი გზა კი, წარმატებასა და

პოპულარობასთან ერთად, სავსე იყო ტკივილითა და ტრაგედიითაც.

მსახიობობა ნანა ფაჩუაშვილის ოცნება იყო და ეს ოცნება მას რეჟისორმა სიკო დოლიძემ აუხდინა, დოდო ალექსიძემ კი მისი სამსახიობო უნარებისა და კარიერის განვითარებას შეუწყო ხელი. ნანა ფაჩუაშვილი 1964 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის სცენაზეა და აგრძელებს დაუვიწყარი როლების შექმნას.

როცა მომავალი მსახიობი საოცნებო პროფესიას ეუფლებოდა, თეატრალურ ინსტიტუტში ის პირველ სიყვარულს, ტრისტან ყველაიძეს შეხვდა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ეს თავად წყვილს სურდა. მსახიობმა მოგვიანებით თამაზ აფხაიძეზე იქორწინა, თუმცა ქორწინებიდან 4 თვის თავზე 19 წლის ნანა დაქვრივდა. მისი მეუღლე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, მას დენმა დაარტყა. ამ დროს ნანა ორსულად იყო. შვილს მამის, თამაზის სახელი დაარქვა.

ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე ნანა ფაჩუაშვილისა და ტრისტან ყველაიძის გზები კვლავ გადაიკვეთა, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და მივიწყებული სიყვარულიც გაცოცხლდა. წყვილი დაქორწინდა, თუმცა პირველი მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული შიში მსახიობს მოსვენებას არ აძლევდა. შიში კი უსაფუძვლო ნამდვილად არ აღმოჩნდა – საყვარელმა ადამიანმა, სრულიად ახალგაზრდამ, ინფარქტი გადაიტანა, 55 წლის ასაკში კი ტრისტან ყველაიძე გარდაიცვალა.

პირადი ტრაგედია, შვილის გარდაცვალება, საკუთარი წიგნი და ვარსკვლავი თეატრის წინ - ნანა ფაჩუაშვილის რთული ცხოვრების გზა დიდი წარმატებისკენ

„როცა საყვარელი ადამიანები დავკარგე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვიცოცხლებდი შვილებისთვის, პროფესიისთვის. ავიყვანე თავი ხელში. მუდმივად დატვირთული ვიყავი, რომ ფიქრის დრო არ მქონოდა. გავრბოდი რეპეტიციებზე, შვილთან და შვილიშვილთან, ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში, ვმუშაობდი ტელევიზიაში, ვთამაშობდი ათონელის თეატრში, რუსთაველის თეატრში. ამან გამაძლებინა. პასუხისმგებლობა მქონდა ხალხის წინაშე, ვისაც უნდოდა, თეატრში ვენახე” – ამბობდა ნანა ფაჩუაშვილი.

მსახიობმა წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად შეძლო აქტიური ცხოვრების გაგრძელება. მიუხედავად გადატანილი ტრაგედიებისა, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, „სამოთხის ვაშლების“ ერთ-ერთი წამყვანი იყო. პარალელურად, აგრძელებდა სამსახიობო კარიერასაც და 70 წლის ასაკში მას რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ ვარსკვლავიც გაუხსნეს.

ეს სიხარული, სამწუხაროდ, ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რადგან მსახიობს ცხოვრებამ კიდევ ერთი და ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა – 55 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი შვილი, თამაზი. მან უარი თქვა სპექტაკლებში მონაწილეობაზე და ყველას სთხოვა, მის ტრაგედიაზე საუბრისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.

“მარ­ტო ვარ­ჩიე ცხოვ­რე­ბა, მარ­ტო ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, ცუ­დად გავმხდა­რი­ყა­ვი. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და ჩემი ვა­ჟის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ის დარ­ჩა სამი თვე ჩემ­თან. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გავმხდარ­ვარ, ორ­დღი­ა­ნი ამ­ნე­ზია და­მე­მარ­თა. მიხ­ვდა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი, რომ ვერ ვი­ყა­ვი კარ­გად, და­რე­კა, მო­ვიდ­ნენ ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. მე ამ დროს სად ვარ, რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი, დავფრი­ნავ, იცით, რა კარ­გი იყო…

სას­წრა­ფო მო­ვი­და და არ მივ­ყვე­ბო­დი. რად მინ­და სას­წრა­ფო-მეთ­ქი. გონ­ზე რომ მო­ვე­დი, სა­ა­ვადმყო­ფო­ში ვი­ყა­ვი. ბეწ­ვზე გა­დავ­რჩი. რო­დე­საც პა­ლა­ტა­ში ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, ლე­ვა­ნი­კო შე­მო­ვი­და და სა­წოლ­თან მისი ხელი და­ვი­ნა­ხე, ვკი­თხე, კი მაგ­რამ, შენ რა­ტომ ხარ აქ, თა­მა­ზი სად არის-მეთ­ქი. თან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ არ იყო, თან ვე­კი­თხე­ბო­დი. ეს და­მე­მარ­თა შვი­ლის და­ღუპ­ვი­დან თვე­-ნა­ხე­ვარ­ში. აი, იქ უკვე მიხ­ვდნენ, რომ ვერ ვარ… ნუ გე­ში­ნია, მო­ვაო, მამ­შვი­დებ­და. იმის შემ­დეგ სულ ეში­ნია ლე­ვანს, ხში­რად მე­კი­თხე­ბა, – ნანა, რო­გორ ხარ?

ახლა ძალიან მიჭირს. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტკივილი არ ნელდება. არ მინდა, ამაზე ვისაუბრო და საზოგადოებას თავს მოვახვიო ჩემი დარდი. ვიცი, რომ ჩემს შვილს იმქვეყნად შევხვდები, მაგრამ მონატრება ძნელი გასაძლებია, უდიდესი ძალისხმევა მჭირდება. ისევ თეატრი მეხმარება, რომ მძიმე დღეები გადავაგორო“, – ამბობდა ნანა ფაჩუაშვილი.

პირადი ტრაგედია, შვილის გარდაცვალება, საკუთარი წიგნი და ვარსკვლავი თეატრის წინ - ნანა ფაჩუაშვილის რთული ცხოვრების გზა დიდი წარმატებისკენ

ნანა ფაჩუაშვილი შვილთან ერთად

მიუხედავად ტკივილით სავსე პირადი ცხოვრებისა, ნანა ფაჩუაშვილმა შეძლო, შეექმნა დაუვიწყარი როლები თეატრის სცენასა და ტელეეკრანებზე. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, რომელსაც ის დღემდე აქტიურად აგრძელებს, მსახიობმა უამრავი ადამიანის გული მოიგო და მეტიც, ქართული თეატრის ისტორიაში საკუთარი სახელი და გვარი ოქროს ასოებით ჩაწერა. ამას მისი ჯილდოების ვრცელი სიაც მოწმობს – ნანა ფაჩუაშვილს მიღებული აქვს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ღირსების ორდენი, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ჯილდო.

პირადი ტრაგედია, შვილის გარდაცვალება, საკუთარი წიგნი და ვარსკვლავი თეატრის წინ - ნანა ფაჩუაშვილის რთული ცხოვრების გზა დიდი წარმატებისკენ
წყარო: marao.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge