რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტს ეხმაურება და Telegram-ზე სტატუსს აქვეყნებს:
“შოუ „შუშის მიღმა სააკაშვილთან ერთად“ სულ უფრო საინტერესო ხდება. მსოფლიომ იხილა კადრები, თუ როგორ არ შეუძლია მიშიკოს საწოლამდე მისვლა, თუმცა, გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა ეს კადრები CNN-ის ხელში. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველა თვალსაზრისით დასავლეთის მიერ შემუშავებული მასალაა (უფრო მეტიც, ორჯერ – მეორედ უკრაინაში).
კითხვა იმაში მდგომარეობს, ვინ ლობირებს მას ასე?
პასუხი, არ გაგიკვირდებათ და აშშ-დან მოდის. Reuters-მა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით საკუთარი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, მიშიკოს უკან უკვე დიდი ხანია დგას ამერიკული ლობისტური ჯგუფი „აკერმანი“, რომლის ერთ-ერთი პარტნიორიც, სრულიად შემთხვევით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მასიმო დი ანჯელოა. სააკაშვილი იმისთვის იხდის, რომ დასავლეთში მის შესახებ არ დაავიწყდეთ.
