პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
,,არსებობს მაჯა,არსებობს ხელი,რომელიც მაჯის ცემას ითვლის….2012 და 2013 წელს ბატონი ბიძინას დაბადების დღე,განმანთავისუფლებელი რაინდის ეგიდით აღინიშნებოდა ქვეყანაში.იგივე ხდებოდა 2013 -შიც…მერე კოჰაბიტაციის პირველმა ტალღამ,მეორე სუნთქვა მისცა ჯალათებს და მათ დამქაშებს.2014 წლის მერე,მინელდა მილოცვები,შემდეგ თითქოს საერთოდ გაფერმკთალდა..მხოლოდ რამოდენიმე ძალიან ახლობლის ფეისბუქზე თუ ჩანდა გულები,სანთლები და სხვა სადღესასწაულო ატრიბუტიკადა აი წელს მოხდა მინი მაიდანი სოც.ქსელში. ბატონ ბიძინას დაბადების დღის მილოცვაზე,მომენტალურად გააქტიურდა ათასი რჯულის ტროლი,ბოტი და ასევე განკაცებული და განქალებული ქაჯეთის ლაშქარი.ზოგი მხრცოვანი კახპა თავისი არშემდგარი წარსულიდან,ზოგი ასაკობრივ კრიზისს გადაყოლილი უგვანო მდედრი,ზოგი უწვერ-ულვაშო ჯეელი,ზოგიც ჭაღარა შერეული მდაბიო…სახმალაოდ ისევ ჩვენ,2012-იანელები შეგვატოვა ახლად მოვლენილმა პარლამენტარუშკებმა. ისე ბევრი მათგანი მე პირადად სააკაშვილის რეჟიმის დროს არც მიტინგებიდან და არც პროტესტებიდან არ მახსოვს.არადა,მას მერე რაც ფურჩალებიანი საყელოები გაიუთოვეს და ბაზრობის მაისურები “პოლოზე” გაცვალეს,აღარ ეკადრებათ თურმე სოც.ქსელით ბატონი ბიძინას დღეგრძელობა,რადგან მერე,ვიღაც უგვანოებთან პოლემიკა,მათ “ზეაღმატებულ”პერსონებსძილს უფრთხობს.კაი კაცო!ჩვენ ხომ რას ამბობ,დედის რძესავით ვირგებთ ჩვენი ოჯახების ბულინგს.რაო,ახლა აღარ “გიღირთ” პოსტის გამო ნეგატიური ტალღის მოგერიება?მერე თქვენნაირები მწვავე ოპოზიციაში გადადიან და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.ისე,მე დიდი ხანია აღარ მადარდებს არც სოც.ქსელში აგორებული ჭიქაში ქარიშხლები და არც მარგინალების ოლიგოფრენიული შეტევები,აი ზოგიერთი ჩინოვნიკისგან და ჩინოვნიცასგან მეტს მოველი…თქვე დალოცვილებო,დღეს თუ იმას ვერ ბედავთ თქვენი ცხოვრების აღმშენებლის ავტორს დაბადების დღე მიულოცოთ,პაწა გაუჭირდეს,ალბათ იმასაც იტყვით-ვინ?– სად?-რა?-როდის?ეს კინო კი ნანახი გვაქვს….P.S.ახლა ამ პოსტის მერე,აკანკალებული ხელით “ზადნიმ ჩისლომ” მილოცვები არ დაიწყოთ,თორემ უარესად გაფარჩაკდებით!!!” – წერს მოროშკინა