ვერძი
კვირის დასაწყისში შესაძლოა შეგეცვალოთ გეგმები. მოსალოდნელია გარშემო მყოფებთან უსიამოვნო საუბარი. შუა კვირა ხელსაყრელია სულიერი პრაქტიკისთვის. წაიკითხეთ ლოცვები და მანტრები. წყლის პროცედურები სასარგებლო იქნება ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობისთვის. თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის დალევისგან და ფრთხილად იყოთ მედიკამენტებთან. კვირის ბოლოს არ არის რეკომენდებული კლუბებში სიარული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინტერნეტში გაცნობა სასიამოვნო იქნება.
კურო
თავი შეიკავეთ პარტნიორებთან და მშობლებთან ურთიერთობის გარკვევისგან. ორშაბათს და სამშაბათს დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, ახალი იდეების განხილვები. კვირის შუა პერიოდში მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება უცნაურ
და დამაბნეველ სიტუაციებთან იყოს დაკავშირებული. შესაძლოა თქვენი სიტყვები ან ქმედებები მათ არასწორად გაიგონ. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. შაბათ-კვირას მოემზადეთ ქალაქგარეთ მოგზაურობისთვის.
ტყუპი
კვირის დასაწყისში თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან, ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებისგან. შუა კვირაში გავლენიან, ავტორიტეტ ადამიანებთან კონტაქტი სასარგებლოდ წაგადგებათ. შეგიძლიათ დაესწროთ მასობრივ ღონისძიებებს და გააკეთოთ საჯარო განცხადებები. შაბათ-კვირას არაფერი შეიძინოთ, განსაკუთრებით, კრედიტით. მოერიდეთ ფლირტს ახალგაცნობილებთან. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს რეპუტაციაზე.
კირჩხიბი
ბევრ მარტოხელა კირჩხიბს კვირის დასაწყისში რომანტიკული თავგადასავლები გელოდებათ. თუმცა, სავარაუდოდ, ასეთი კონტაქტები დიდხანს არ გაგრძელდება. შუა კვირაში შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ბევრ რამეს გასწავლით, რომელიც გახდება თქვენი სულიერი მასწავლებელი, გურუ. ასევე კარგი დროა წმინდა ადგილების მოსანახულებლად. წარმატებული იქნება სხვა ქვეყნების კულტურული და რელიგიური ტრადიციების გაცნობის მიზნით განხორციელებული ტურისტული მოგზაურობები. შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანთან მატერიალური საკითხების განხილვას არ გირჩევთ.
ლომი
კვირის დასაწყისში არ არის გამორიცხული ჩხუბი საყვარელ ადამიანთან. იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული. მოერიდეთ არაკეთილსინდისიერებთან დაპირისპირებას, მათთან ახალი საქმეების დაწყებას. აგრეთვე არ გირჩევთ ვალის, კრედიტის აღებას. უმჯობესია, გადაიხადოთ გადასახადები, დავალიანება. იყავით ფრთხილად საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენებისას. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.
ქალწული
კვირის დასაწყისში შეიძლება ახლობელზე ზრუნვა მოგიწიოთ და გაფრთხილდით, რომ თავადაც არ დაავადდეთ. შუა კვირაში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ. არ გირჩევთ გამომძიებლის როლის მორგებას, მშვიდად გაერკვიეთ სიტუაციაში. საქმიანი შეხვედრების დროს იყავით გააზრებული. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი თქვენი სიტყვა შეიძლება თქვენ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ამიტომ იყავით უფრო თავშეკავებული და ტოლერანტული. შაბათ-კვირას უმჯობესია არ დაგეგმოთ სერიოზული საქმეები. ღირს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე, სუფთა ჰაერზე დასვენება.
სასწორი
სამსახურში ვალდებულებები მოგემატებათ. შეიძლება გადაწყვიტოთ ახალ პროექტებში ჩართვა. თუ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენას აპირებთ ან მათზე ზრუნვას, ჰკითხეთ, რა ესიამოვნებათ. შუა კვირაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების დალევისგან. შაბათ-კვირას არასასურველია შინ სტუმრების მიღება, ასევე – ნათესავების მონახულება.
მორიელი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, მშვიდად განიხილოთ ახალი იდეები, პროექტები, მათი განხორციელება კი შუა კვირისთვის გადადეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. შაბათ-კვირას დაგეგმეთ კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება, მოგზაურობა ქალაქგარეთ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ისეთ ქმედებას, რაც ჩრდილს მიაყენებს თქვენს ან საყვარელი ადამიანების რეპუტაციას. ნუ გაასაჯაროებთ თქვენი პირადი ცხოვრების დეტალებს. სამსახურში არ ჩაერთოთ ჭორების განხილვაში. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ ახალი პროექტების განვითარებას. შუა კვირა საშუალება მოგცემთ აღადგინოთ ურთიერთობა ახლო ნათესავებთან. ამ დღეებში განსაკუთრებით კომფორტული იქნება თქვენთვის სახლში ყოფნა. უქმეებზე დაგეგმეთ ბინაში ინტერიერის განახლება, რემონტის დაწყება.
თხის რქა
მოერიდეთ ფულადი საკითხების მოგვარებას მეგობრებთან. შეიძლება ან ერთი დაკარგოთ, ან მეორე. გახშირდება მიმოსვლა ახლო მანძილზე, მივლინება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. საქმიანი გარიგებების, ვაჭრობის დროს უფრთხილდით თაღლითებს. საუკეთესო დროა სწავლის დასაწყებად, საჭირო დოკუმენტების შესაგროვებლად.
მერწყული
მოგინდებათ იმიჯის შეცვლა, გარდერობის განახლება. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, რაც ფულს მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. იყავით დაკვირვებული, რომ თქვენი ფული არ ანდოთ აფერისტებს. შაბათ-კვირას უმჯობესია არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, სამაგიეროდ, მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, მეგობრებთან ერთად გართობას ქალაქგარეთ.
თევზები
კვირის დასაწყისში თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან. ამ დღეების მეორე დაძაბული თემა კანონის წარმომადგენლებთან კონტაქტებია. იყავით დაკვირვებული მუშაობისას, დეტალებთან. მგზავრობისას გაფრთხილდით, არ დაარღვიოთ მოძრაობის წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება დაგეკისროთ ადმინისტრაციული ჯარიმა. შუა კვირაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. უქმეებზე გაგიმძაფრდებათ ინტერესი მუსიკისა და მხატვრობისადმი. მოგინდებათ იდეების განხორციელება.