პრაიმ ჰაუსის ყოფილმა მონაწილემ ბაგირამ რეალური შეყვარებული გამოაჩინა. მისი თქმით, ეს ადამიანი მან 3 წლის წინ გაიცნო და პირველივე ნახვისას შეუყვარდა, მაგრამ ბოროტი ადამიანების ჩარევის გამო ერთად არ იყვნენ. ის ასევე აღნიშნავს რომ ეს ადამიანი ძალიან უყვარს.
დიდი ალბათობით ეს ის ბიჭია, რომელთან ერთად გადაღებულ ვიდეოებსაც ის აქვეყნებდა რამდენიმე წლის წინ და მას “შეიხ მეუღლეს ნიკოლასს” ეძახდა.
“ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, როგორიც ვარ დღეს. ჩემი მოტივაცია, ენერგია და “სახლია” ეს ადამიანი. ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანი მიყვარს.
3 წლის წინ გავიცანი და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პირველივე დღიდან მიყვარს. მიუხედავად ბევრი ბოროტი ადამიანის ჩარევისა და ყველაფრის განადგურების მცდელობისა, ამ დიდ და ძლიერ გრძნობას ვერავინ მოერია. პატივს ვცემ მას, მის ოჯახს, თავადაც რომ იცნობდეთ, მიხვდებოდით, როგორი კარგი ადამიანია და რამდენად ძლიერი პიროვნება! ჩემთვის ეტალონია, როგორი უნდა იყოს კაცი და ზოგადად, ადამიანი. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ!” – ამბობს პრაუმ ჰაუსის ყოფილი მონაწილე გამოცემა “პრაიმ თაიმთან” საუბრისას