ახლახანს ჩხოროწყუში ღვაწლმოსილი პედაგოგი დავით დიხამინჯია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“მწუხარებას გამოვთქვამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის, ღვაწლმოსილი პედაგოგის, სოფელი ჭოღის მკვიდრის- დავით დიხამინჯიას გარდაცვალების გამო.
რამოდენიმე თვის წინ, ბატონი დავითი მის საკუთარ სახლში მოვინახულე, ვისაუბრეთ სხვადასხვა საინტერესო თემებზე, გაგვიზიარა მისი გამოცდილება და დიდი სიყვარულით იხსენებდა მის განვლილ გზას.
ბატონი დავითი 70 წელი დაუღალავად შრომობდა, რათა ღირსეული თაობა აღეზარდა ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობელი ვარ მისი გაწეული ღვაწლისთვის!
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას”
