18 თებერვალს „ მიქს მეტრონომზე“ დაიდო „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის ნინო თარხნიშვილის პოსტი, სადაც ავარიაში დაღუპული ბიჭის შესახებ წერდა და ახსენა, რომ ის მარიტას მეგობარი იყო. მოხდა პოსტის არასწორი გაგება – რედაქციას ეწერა შეცდომით, თითქოს პოსტში ნახსენები მარიტა ვაკის პარკის ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდი მარიტა მეფარიშვილია. სიმართლის გარკვევის შემდეგ, რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პოსტი წაშალოს, რაც დაუყონებლივ მოხდა კიდეც. ჩვენ ჩვენის მხრივ ვიღებთ ვალდებულებას, ყველა ინფორმაცია გადავამოწმოთ და არ დავარღვიოთ ობიექტურობის პრინციპი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ მოხდება, შესაბამისი რეაგირებაც გვექნება, რადგან საინფორმაციო პორტალი „მეტრონომი“ საკმაოდ პასუხისმგებლიანი სააგენტოა, მსგავს ხარვეზებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ეს არც მომავალში შეიცვლება.
