ენათმეცნიერებათა ინსტიტუტში ჭერი ჩამოინგრა.
ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილის თქმით, შენობას წლებია მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი აქვს.
„ავარიული შენობა არის დიდი ხანია, მეოთხე კატეგორიის ავარიული. იცის ეს ყველა ინსტანციამ და გვპირდებიან მდგომარეობის გამოსწორებას, ანუ, ახალ შენობას ან გარემონტებას. მაგრამ, ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისევ აქა ვართ და სამწუხაროდ, აი, ინგრევა შენობა. აქ ჩემი სამუშაო კაბინეტია, დიდი ხანია აქ ვმუშაობ და შემთხვევით ვინმე რომ ყოფილიყო იმ დროს ამ კაბინეტში, ცხადია აქ ისეთი მდგომარეობაა, რომ შესაძლებელია ძალიან ცუდი შედეგი მოჰყოლოდა ყოველივე ამას”, – ამბობს გიორგი გოგოლაშვილი.
გოგოლაშვილმა სევე აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს ყველა ინსტანციას აქვს.