Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება” – რატომ გაუშვა მოსამართლემ ცოლის მკვლელი ფსიქიატრიულში ?

February 17, 2023
“ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება” – რატომ გაუშვა მოსამართლემ ცოლის მკვლელი ფსიქიატრიულში ?

ავტობუსში ცოლის სასტიკად მკვლელობისთვის ბრალდებული როინ მებონია სასჯელს გამოჯანმრთელებამდე ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მსჯავრდებული სასჯელის ვადის ამოწურვამდე საპატიმროში გადაინაცვლებს

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა 38 წლის როინ მებონია დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალში და მას ცოლის მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კაცს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის მომენტში შეზღუდული შერაცხადობა ჰქონდა, მოსამართლემ, კანონმდებლობის თანახმად, ეს გარემოება სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა და მას არა უვადოდ, არამედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთან, გამოჯანმრთელებამდე იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში გაუშვა:

„როინ მებონია დამნაშავედ იქნას ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პრიმა და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. სს საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მსჯარდებულმა დანიშნული სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში. შპს. აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. გამოჯანმრთელების შემდეგ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით“.

როინ მებონიას გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც სასჯელის ზომად 16-დამ 20 წლამდე, ან უვადოდ პატიმრობას გულისხმობს.

განაჩენის გამოცხადებას როინ მებონია სასამართლო დარბაზში ესწრებოდა. საბრალდებო დასკვნის გასაჯაროვებამდე, კაცმა მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა:
“ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”.

განაჩენი სასამართლოს დარბაზში მოისმინეს მოკლული სოფო კვარაცხელიას ოჯახის წევრებმა და დედამ.

ხათუნა ნაჭყებია, სოფოს დედა, სასამართლოზე დასასწრებად ზუგდიდიდან ჩამოვიდა. ის 9 თვის განმავლობაში, შვილის მკვლელის ციხეში უვადოდ გაშვებას ითხოვდა. ამას ითხოვს დღესაც.

ქალი დარწმუნებულია, რომ მისი სიძე არ არის შეურაცხადი და როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში შეიცვალოს:

„პირველი ინფარქტი მაშინ მივიღე, სოფოს ამბავი რომ შევიტყვე. ახლა ისე ვარ, ალბათ განმეორებით დამემართება გულის შეტევა. არ მოვეშვები ამ საქმეს. ყველამ უნდა დაინახოს, როგორ სამაგალითოდ დაისჯება ცოლის მკვლელი, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს“.

სოფო კვარაცხელიას დედა დასახმარებლად ქალთა უფლებების დამცველებს მიმართავს:

„თბილისში ვერ ვრჩები, რადგან სოფოს შვილები ზუგდიდში მელოდებიან, მაგრამ იქიდან მოვძებნი ქალთა უფლებების დამცველების ტელეფონის ნომრებს და იქიდან დავუკავშირდები და მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას. ჩემი სიძე არ იყო შეურაცხადი. თუკი შეურაცხადი იყო, მარტო სოფოს რატომ ურტყამდა დანას? თუკი შეურაცხადი იყო, როცა ბავშვი აჩერებდა, მასაც რატომ არ მიუბრუნდა და რატომ არ ჩაარტყა დანა? მკვლელობას ჩემი მეორე შვილი და მისი სამი შვილიც შეესწრო, თუკი შეურაცხადი იყო, ისინიც რატომ არ დახოცა? მან ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა და ვის კლავდა. გამცეს ამ კითხვებზე პასუხი მისმა ადვოკატმა“.

როინ მებონიას ადვოკატი, სულხან კომახიძე, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დანაშაულის ჩადენის მომენტში არა თუ შეზღუდული შერაცხადობის, არამედ სრულად შეურაცხადი იყო, მოსამართლეს მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე უნდა შეეწყვიტა და ბრალდებული მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაემისამართებინა.

როინ მებონია მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და საქმის შეწყვეტას მოითხოვს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ როინ მებონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გადამოწმდეს:
„უფრო სწორი იქნებოდა, რომ შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე და ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადაო ექსპერტის დასკვნითაც კი დასტურდება მინიმუმ შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არა, საერთოდ შეურაცხადი იყო, ვერ ხვდებოდა და ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა. დადასტურდა ცალსახად, რომ ქმედების განხორციელების დროს ადამიანი სრულად ჭკუაზე არ იმყოფებოდა. ახლა თქვენ რომ ხედავთ სასამართლო დარბაზში, რომ თითქოს უკეთესად არის, ის გადის მკურნალობას. დაკავების დროს სულ სხვაგვარად იყო, ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა, შეურაცხადი იყო“.

სააპელაციო სასამართლოს მიმართავს ბრალდების მხარეც. ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სასჯელის დაწესების ნაწილში არ ეთანხმებიან:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“.

წყარო : რადიოთავისუფლება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – განახლებული პროგნოზი
  • “პატრიარქთან ბიძინა ივანიშვილმაც კი იეჭვიანა და უთხრა…”- რას აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი
  • “მენანები მიწისთვის, ნეტავ სულ არ გათენებულიყო”- გარდაიცვალა ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge