“საქპატენტი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა უწყების თანამშრომელი მანანა ლომთათიძე.
“საქპატენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, უწყების დაარსების წლებიდან მომუშავე თანამშრომლის, მანანა ლომთათიძის გარდაცვალების გამო.
მანანა ლომთათიძე 28 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დარგს – ინტელექტუალურ საკუთრებას. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქპატენტის გამართული ფუნქციონირებისთვის, ორგანიზაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების საქმეში. პიროვნული თვისებების, საქმისადმი ერთგული და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების გამო, განვლილ წლებში მან დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა კოლეგების მხრიდან.
მანანა ლომთათიძე დიდი დანაკლისია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის.
საქპატენტი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს” – ნათქვამია განცხადებაში.
