ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქალი ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.
ახალგაზრდა ქალს ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან:
“ჩემი და მანანას ისტორია უსასრულოა, ფოტოებითაც კი, მიყვარხარ და მადლობა ყველა იმ მომენტისთვის რაც მაჩუქე, ბედნიერი ვარ, რომ მყავდი და მეყოლები, სადაც არ უნდა იყო”
“ჩვენო სიცოცხლით სავსე, სიყვარულით სავსე, სხვებზე მაქსიმალურად მზრუნველო, შეუცვლელო მეგობარო, თანამშრომელო, შენი ოჯახის ბურჯო და ერთგულო, არ არსებობს სიტყვები, რითაც ჩვენი მწუხარების გამოხატვას შევძლებთ! გვემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი : მხიარული, ენერგიული, მოსიყვარულე და ძალიან სიმპატიური! ყველა ადამიანური ღირსების მატარებელი!
მთელი საქპატენტი დღეს მდუმარედაა!!! გისამძიმრებთ ყველას, უდიდესი დანაკლისია ოჯახის, სამსახურის და მეგობრებისთვის! ნათელში იყოს შენი სული, ჩვენო უსაყვარლესო ადამიანო!”