თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
როინ მებონია ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ
გარდაცვლილი ქალის, სოფო კვარაცხელიას ოჯახი უმაღლეს სასჯელს, უვადო პატიმრობას და მებონიას ციხეში გაშვებას მოითხოვდა.
მძიმე დანაშაულში მხილებული მებონიას ადვოკატი და ოჯახი კი უკვე თვეებია ამტკიცებს, რომ როცა 40 წლამდე კაცმა საკუთარ ცოლს ყელი გამოჭრა, აფექტურ მდგომარეობაში იყო და არაფერი ახსოვს.
გამოძიების ინფორმაციით, როინ მებონიამ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები ავტობუსში მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.