Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ არ აუშვეს მარიკა ბაკურაძე თვითმფრინავში, რომელიც ბერლინში მიფრინავდა

February 17, 2023
რატომ არ აუშვეს მარიკა ბაკურაძე თვითმფრინავში, რომელიც ბერლინში მიფრინავდა

ტელეკომპანია “იმედის” წამყვანი მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთია იმ 87 მგზავრს შორის, რომელთა გარეშეც ქუთაისიდან ბერლინში გაფრინდა თვითმფრინავი. მან რადიო თავისუფლება უთხრა, რომ 6 საათზე მეტია აეროპორტში ელოდებიან პასუხს კითხვაზე – რა შეთავაზება ექნება ავიაკომპანია Wizz Air-ს დაზარალებული მგზავრებისთვის.

“მე სამსახურიდან მივლინებით მივდიოდი, ბერლინის კინოფესტივალი უნდა გამეშუქებინა. დღეს უკვე უნდა მქონოდა გადაცემაში ჩართვა… მე თუ ვერ ჩავალ ბერლინში, ყველაფერი ჩამეშლება”, – ამბობს ტელეწამყვანი.

ის ფიქრობს, რომ გზაზე შექმნილი პრობლემები, რომლის შესახებაც მგზავრებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ავიაკომპანიას ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს, არ გაითვალისწინეს.

“რიკოთის უღელტეხილზე იყო თოვლი, მანქანები ერთმანეთის გადასწრებას ცდილობდნენ და ყველა გაიჭედა – თითქმის გაჩერებულები ვიყავით სამი საათი… [ავიაკომპანიას და აეროპორტს] ვეუბნებოდით, რომ ასეთი ამბავი იყო და მივდიოდით. ზესტაფონს დაახლოებით 05:00 საათზე გამოვცდით, მძღოლმა ძალიან იმარჯვა და 05:39 საათზე შემოვდგით ფეხი აეროპორტში”, – იხსენებს მარიკა ბაკურიძე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

მისი თქმით, ამ დაგვიანების მიუხედავად, თვითმფრინავის გაფრენამდე საათი და 20 წუთით ადრე აეროპორტში ავტობუსმა მგზავრების მიყვანა შეძლო, რაც შესაბამისად დახვედრის შემთხვევაში, საკმარისი უნდა ყოფილიყო მათ გასაფრენად.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

“ჩასხდომის ბარათებით ვიყავით მისულები. აეროპორტში გვითხრეს, რომ რამდენიმე წუთის დაკეტილი იყო რეგისტრაცია და ვერ მიგვიღებდნენ – ვხედავდით, რომ ბერლინის მგზავრები, ვისაც რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა, ისევ მოსაცდელში ისხდნენ.

საათი და 20 წუთი დაგვაკარგინეს ჩხუბში – დრო, რაც გვეყოფოდა რეგისტრაციისთვის. ჩვენს თვალწინ გაფრინდა თვითმფრინავი.

ჩვენ პრეტენზია აეროპორტთან გვაქვს – ისინი ამბობენ, რომ ვერაფერს წყვეტენ Wizz Air-ის ​ გარეშე – მათ შეუთანხმეს. პილოტს აბრალებენ – მისი გადაწყვეტილებით, ვინც რეგისტრაციაზე დააგვიანა თუნდაც 3 წუთი, ვერ მიიღებდა. ეს ხომ არ იყო ერთი ადამიანის ჩაძინება, 87 ადამიანი აგვიანებდა”, – ამბობს ქუთაისში დარჩენილი Wizz Air-ის მგზავრი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ავიაკომპანიას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური განმარტება, რატომ არ დაელოდა ქუთაისი-ბერლინის რეისის პილოტი დაგვიანებულ მგზავრებს – განსხვავებულად მოიქცა ავიაკომპანია ქუთაისი – ათენის შემთხვევაში, რეისი დაგვიანებით შესრულდა.

დღეს, 17 თებერვალს დილით ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში.

 

 

 

 

 

წყარო:რადიოთავისუფლება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების პროგნოზი
  • 23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • “ორი წელია ჩვენ გვაქვს ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ხელიდან გაუქმებული არჩევნები” – ნიკა ობოლაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge