აჭარაში, ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს – მეწყრული მასიდან მამაკაცი ამოიყვანეს. ინფორმაციას primetime.ge ავრცელებს.
მანამდე, მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე იპოვეს. ამ დროისთვის გრძელდება მათი არასრულწლოვანი შვილის სამძებრო სამუშაოები.