კურიერი, თორნიკე ნინიკაშვილი:
“იმერეთს ეხება – ორი დღე ვცდილობდით დაკავშირებას ოჯახებთან და როგორც იქნა გავედით ხაზზე, კატასტროფული მდგომარეობაა, არც დენი აქვთ, არც გაზი, არც ინტერნეტი, რაც მთავარია გზაა ჩახერგილი.
გამოდიან საკრებულოები და მოუმზადებლები დავხვდით თებერვალსო, მოუმზადებელი ხვდებიან, რადგან ერთმა ახლახან იყიდა 130 000–იანი ჯიპი, მეორე პრადოზე ზის და მესამე ხელისუფლებაში მოსვლის მერე არ უნახავს არავის. ესენი არიან სადისტები, ამათ ხალხი არ ეცოდებათ, ესენი არიან იმპოტენტები, არაფრის გამკეთებლები.
ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ ხალხზე ვინც ჩარჩენილია სოფლებში რას უშვებიან ავადმყოფ წნევიან ბებიკო ბაბუკოებს რომლებსაც დღეში ორჯერ ჭირდებათ სასწრაფოს გამოძახება
უკვე ორი დღეა პარალიზებულია ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლის, ბაღდათის რაიონში შესული თითქმის ყველა სოფელი და ეს არის კატასტროფა!”