თურქეთში მიწისძვრას გადარჩენილი მამისა და 4 წლის შვილის შეხვედრის ემოციური კადრები ვრცელდება, ისინი ერთმანეთს 8 დღის შემდეგ შეხვდნენ.
მიწისძვრას კაცის მეუღლე და მეორე, 7 წლის შვილი ემსხვერპლნენ.
თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად, მინიმუმ, 31 643 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 5 714– ქა მდე გაიზარდა.