ჟურნალისტი მაკუნა აბულაძე სოციალურ ქსელში ქართველ მაშველებზე წერს, რომლებიც თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულების სამაშველო ღონისძიებებში არიან ჩართულები.
ჟურნალისტი მოკლედ აღწერს იმ მძიმე დღეებს, რომლებიც მათთან ერთად მიწისძვრის ეპიცენტრში გაატარა.
„მაშველი გმირია! ჩვენი ბიჭები მამაცები არიან, არაფრის ეშინიათ “- ხშირად მოგვისმენია ყველას ეს ფრაზები ქართველ მაშველებზე. ხოდა, მე მინდა ჩემი ემოციები გაგიზიაროთ “ჩვენს” ბიჭებზე, იმიტომ რომ ამ ემოციებს ვერ ვიტევ გულში. თითქმის ერთი კვირა ვიცხოვრე ასზე მეტ ბიჭთან ერთად. კი, ყველანი ქართველები , ყველანი მაშველები. პატარა ბაზა ჰქონდათ ქალაქ ადიამანში, მიწისძვრისგან დანგრეულ ქალაქში და როგორც თვითონ ამბობენ სამსახურეობრივი მოვალეობის, ჩემი აზრით, კი გმირობის ჩასადენად იყვნენ ჩამოსულები, იმის გამო, რომ ამ ქალაქში არაფერი არსებობდა სადაც ღამეს გავათენებდით. ჩვენი მასპინძლები ჩვენი ქართველი მაშველები იყვნენ. ისე მინდა ყველაფერი დავწერო და არაფერი გამომრჩეს, იმიტომ რომ ამ ბიჭებზე უფრო მეტი უნდა იცოდეს ყველამ! ყოველდღე დილას შვიდ საათზე ან უფრო ადრე იწყებდნენ. არ ხმაურობდნენ ხოლმე, რადგან მანქანაში ჩვენ გვეძინა. თვითონაც ნაწილს მანქანებში, ბევრს კარვებში, ზოგიერთს კი გარეთ ცეცხლთან ეძინა. ეს მანაქანაც თვითონ დაგვითმეს, რომ ჩვენ ღამის გასათევი გვქონოდა. თავიდან, ძალიან არაკომფორტული იყო მანქანაში ძილი, წინ შელოს ეძინა, რადგან ჯენტლმენია. მე შედარებით დიდი ტერიტორია მქონდა, მაგრამ მაინც რთული იყო შემდეგ მგონი შევეჩვიეთ, ბოლოს კიდევ ჩვენს ერთ ოთახიან ჩეხურს ვეძახდით, მიშენების პერსპექტივით ბიჭები რომ მომზადებას იწყებდნენ სულ მიკვირდა, როგორ შეეძლოთ ყოველ დილით მაინც ასეთი შემართებით ყოფილიყვნენ, როცა წინა დღით შუაღამემდე მუშაობდნენ ხოლმე. ამ მომზადების შემდეგ გადიოდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე და იწყებოდა მათი ძალიან გრძელი დღე. ეს დღეები ყველაზე გრძელი მხოლოდ მათთვის, იცით რატომ იყო? იმიტომ რომ არცერთ სამაშველო ღონისძიებას არ ამთავრებდნენ, სანამ ბოლომდე არ მიიყვანდნენ საქმეს, სანამ ადამიანებს ოჯახის წევრებს, მშობლებს ცოცხალ თუ გარდაცვლილ შვილებს არ უპოვიდნენ როცა შუაღამით მუშაობა უკვე შეუძლებელი იყო, პირობას აძლევდნენ სიკვდილს გადარჩენილ ხალხს, რომ მეორე დღეს დაბრუნდებოდნენ და ბოდიშებით მოდიოდნენ ბაზაზე. არ ვიცი როგორ აღვწერო, რა სიტყვებით, რასაც მე ეს დღეები ჩემი თვალით ვუყურებდი ასე იყო ყოველდღე და ყველგან ჩვენს ქართველ ბიჭებს ელოდებოდნენ ყველაზე მეტად! ამ გამწარებულ ხალხს, ყველაზე დიდი იმედი ამ ბიჭების ჰქონდათ, რადგან ისინიც ხედავდნენ როგორი გულიანები, თავის საქმეზე შეყვარებულები, მამაცები, გმირები და წესიერები იყვნენ! ცრემლიანი თვალებით ყველგან გურჯისტან ისმოდა და ყველა ამ ბიჭების მადლიერი იყო ! და ამას არ ვწერ ერთ, ხუთ ან ოც ბიჭზე, ამას ვწერ ყველაზე, ასზე მეტნი იყვნენ და ყველა ერთმანეთზე უკეთესი! მართლა მიკვირს, როგორ შეიძლება ამდენი ბიჭი ასე ერთნაირად პატიოსანი, დაუღალავი, ადამიანებზე და თავის საქმეზე შეყვარებულები იყვნენ! ბაზაზე ასეთი წესი იყო, რამდენიმე ადამიანი ისვენებდა ხოლმე, მაგრამ ის დასვენებაც თითქოს ეუხერხულებოდათ და არ უნდოდათ. მათი გმირობების შესახებ ბევრი ვიცოდი, მაგრამ მათი ადამიანობის შესახებ არაფერი. მე ერთ გოგოს, დიდი თუ პატარა თავს მევლებოდა, ამ პირობებშიც კი ცდილობდნენ რაღაცით ესიამოვნებინათ ჩემთვის მე და შელო, მათთვის სტუმრები ვიყავით, რომელთა პატრონობაც თავის თავზე ჰქონდათ აღებული თავიდან იყო მორიდება ჩვენს შორის, რაც ბუნებრივია, ნელ-ნელა ეს მდგომარეობა ახლობლობასა და ამ დიდი ოჯახის წევრობაში გადაიზარდა! ერთად ვჭამდით, ერთად ვცხოვრობდით ამ გაუსაძლის პირობებში და მაინც იყო დრო, დანთებულ ცეცხლთან ისტორიების მოყოლის, იუმორის, კამათის, ხანდახან სიცილის. მინდა სათითაოდ ყველაზე სანელობითად ვილაპარაკო და სახელებით ვწერო, მაგრამ ვინმე გამომრჩება! მე კიდევ ეს პოსტი, ჩემი მადლიერება და ჩემი აღფრთოვანება მინდა ყველას მივუძღვნა, ყველას ვინც იქ და ამ პოსტს ვწერ აეროპორტიდან, სახლისკენ მიმავალი. ისინი ახალ ქალაქში მიდიან, ახალი გმირობების ჩასადენად და კიდევ ბევრი ადამიანის გადასარჩენად! და ჩემი გული მათთან რჩება! ბიჭებო, თქვენ მართლა გმირები ხართ! ძალიან ამაყი ვარ და ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი გაცნობა და თქვენთან ერთად მუშაობა. შეხვედრამდე პ.ს . ჩემს ერთ ოთახიან ჩეხურს გაუფრთხილდით. ვინ იცის როდის დამჭირდება. და ახალი “მის ადიამანი”-ით არ ჩამანაცვლოთ, თორემ გავბრაზდები”.