Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი – ელისო ბოლქვაძე გელათზე

February 15, 2023
სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი – ელისო ბოლქვაძე გელათზე

სა­ერ­თოდ, უნდა ით­ქვას, რომ სიძ­ვე­ლის გა­დარ­ჩე­ნა არ არის ად­ვი­ლი – ყვე­ლა დო­კუ­მენტს არ ვიც­ნობ, რა­შიც გა­ვერ­კვი­ეთ და მივ­მარ­თეთ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღეთ, – ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ელი­სო ბოლ­ქვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გე­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

ბოლ­ქვა­ძე აცხა­დებს, რომ გე­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით “თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ხე­დავს”.

„გე­ლა­თის თე­მა­ტი­კა ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის არის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი, რა თქმა უნდა, ჩვენ­თვი­საც და კო­მი­ტე­ტის­თვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. ჩვენ კარ­გად უნდა შე­ვის­წავ­ლოთ, ამ თე­მას უნდა ჩაღ­რმა­ვე­ბა და თუკი რა­ი­მე არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ ძეგლი გა­დარ­ჩეს, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს ამის­თვის. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვხე­დავ, გე­ლა­თი არის ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­გან­მა უნდა და­ვიც­ვათ”, – გა­ნა­ცხა­და ბოლ­ქვა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც გე­ლათ­ში მუ­შა­ობ­და, ჰქონ­და თუ არა კომ­პე­ტენ­ცი­ის პრობ­ლე­მა, რო­გორც ამას სა­პატ­რი­არ­ქო ამ­ბობს, ბოლ­ქვა­ძე აცხა­დებს, რომ ამა­ზე პა­სუ­ხი არ აქვს.

„მე ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს, რად­გან მე არ ვიცი, მე ჩარ­თუ­ლი არ ვარ ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის დი­ნა­მი­კა­ში. სა­პატ­რი­არ­ქოს გა­აჩ­ნია ალ­ბათ თა­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ქალ­ბა­ტონ თეას აქვს თა­ვის მო­საზ­რე­ბე­ბი, ეს უნდა შე­ჯერ­დეს, ეს არის შე­თან­ხმე­ბის თემა და მო­დით, არ გვინ­და ამის ასე­თი აჟი­ტი­რე­ბა, ჩვენ უნდა ვი­სურ­ვოთ, რომ ორი­ვე მხა­რე შე­ჯერ­დეს, ჩაღ­რმა­ვე­ბა უნდა ამას”, – გა­ნა­ცხა­და დუმ­ბა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, დუმ­ბა­ძე აცხა­დებს, რომ მას არ აქვს სა­ფუძ­ვე­ლი რა­ი­მე ეჭვი გა­ა­ჩი­ნოს.

“ჯერ კი­დევ არ იყო კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტი ცალ­კე, გა­ნათ­ლე­ბის და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტი იყო, ხოლო ქალ­ბა­ტო­ნი თეა იყო პირ­ვე­ლი, როცა გე­ლა­თის პრობ­ლე­მებ­ზე და­ი­წყო პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბა. გა­სარ­კვე­ვია, რა თქმა უნდა, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის. სა­ერ­თოდ, უნდა ით­ქვას, რომ სიძ­ვე­ლის გა­დარ­ჩე­ნა არ არის ად­ვი­ლი, სა­ჭი­როა ისე­თი ექ­სპერ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ამ თე­მას მო­აგ­ვა­რებს კლი­მა­ტი­დან, სიძ­ვე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს თე­მე­ბი მოგ­ვა­რე­ბა­დია. მე უნდა გა­ვერ­კვიო, ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას არ ვიც­ნობ, არ გვაქვს ასე­თი ფუნ­ქცია, რომ ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტში გა­ვერ­კვი­ოთ, რა­შიც გა­ვერ­კვი­ეთ და მივ­მარ­თეთ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღეთ, ჩვენ არ გაქვს იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ გა­ვა­ჩი­ნოთ ეჭვი, მე ვფიქ­რობ, უნდა და­ვი­ცა­დოთ. გე­ლათს აზი­ა­ნებს ყვე­ლა­ფე­რი და მო­დით, ვი­ფიქ­როთ ჯერ გე­ლათ­ზე,”- გა­ნა­ცხა­და ბოლ­ქვა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო გე­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­უ­გე­ბა­რია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან დღეს გე­ლათ­ში მო­მუ­შა­ვე სა­კონ­სერ­ვა­ციო ჯგუ­ფის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა.

სა­პატ­რი­არ­ქო მი­იჩ­ნევს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა არა­თუ მძი­მეა, არა­მედ კრი­ტი­კუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის სას­წრა­ფოდ გა­მოს­წო­რე­ბა და მხატ­ვრო­ბის გა­დარ­ჩე­ნა.

სა­პატ­რი­არ­ქო მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი უნდა ჩა­ნაც­ვლდეს უფრო მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით.

სა­პატ­რი­არ­ქო აცხა­დებს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ექ­სპერტთა და ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა ან­გა­რი­შე­ბის თან­ხვედ­რა, ეჭვქვეშ აყე­ნებს ამ­ჟა­მად მოქ­მედ სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფის მიერ სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჭი­როა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დეს, გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ერ­თი­ა­ნი მარ­თვის გეგ­მით წარ­მო­ე­ბა. უნდა შე­იქ­მნას სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დარ­გის მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად მჭიდ­რო კავ­ში­რით ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ მოწ­ვე­ულ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ და ად­გი­ლობ­რივ რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ჯგუფ­თან.

სა­პატ­რი­არ­ქო ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს თა­ვი­სუ­ფალ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ დი­ა­ლოგს სთა­ვა­ზობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას აქვს პლუსები და მინუსები, ეს რომ ავწონ-დავწონეთ, ამიტომ გადაწყდა, რომ პროგრამა აღარ გაგრძელებულიყო – ეს ასე უნდა მომხდარიყო!” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
  • ოქრო და ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი საქართველოში
  • 22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge