პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ახლა საავადმყოფოში მისვლა მომიხდა. თბილისის ქუჩებში, ხალხში და სხვა დაწესებულებებში იშვიათად გავდივარ ხოლმე, ძალიან შეზღუდული მოძრაობის ტრაექტორია მაქვს და სრულიად წარმოუდგენელი და მოულოდნელი სიყვარული ვიგრძენი, ლიფტში, მოსაცდელში პაციენტებისგან, მერე ექიმებისგან. ძალიან უხერხული იყო ეს ამბავი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოც, მით უფრო, როცა იცი, რომ ეს მცირედით თუ დაგიმსახურებია და მხოლოდ ავანსია.
დიდი მადლობა! “ , – წერს კეკელიძე.