22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაშის სადებიუტო წელს მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა.
გავლენიანმა სპორტულმა სააგენტომ, Fantamaster.it-მა ხვიჩასა და მის შეყვარებულს საინტერესო სტატია მიუძღვნა:
“კვარაცხელიას შეყვარებული საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და სწორედ ამიტომ არ გაყვა ის იტალიაში კვარას. მას თავის გამოჩენა დიდად არ უყვარს და სოციალურ ქსელში არცისე აქტიურია. მას კონცენტრაცია სრულიად სწავლაზე აქვს გადართული, თუმცა ნაპოლის თამაშებს ხშირად ესწრება.
კვარაცხელიამ აღიარა, რომ საჯარო აქტივობებში ჩართვას სიმშვიდეში ცხოვრებას ამჯობინებს, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სერია ა-ში გაბრწყინების დროს. ხვიჩა სრულად სერია ა-ს მოგებაზე კონცენტრირებული. კვარაცხელიას შეყვარებულის მსგავსად, სოციალურ ქსელში აქტიურობა არ უყვარს. მისი მიზანი ახლა მხოლოდ სერია ა-ს მოგება გახლავთ.” – წერია სტატიაში.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
