Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ერთ რამეში მაინც მომატყუა… ათასობით ადამიანი მოვიდა ბაჩოსთან… საოცრად მშვიდობისმყოფელი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ოთხი დღე/ღამე – შვილმკვდარი მამის ემოციური მიმართვა

February 15, 2023
„ერთ რამეში მაინც მომატყუა… ათასობით ადამიანი მოვიდა ბაჩოსთან… საოცრად მშვიდობისმყოფელი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ოთხი დღე/ღამე – შვილმკვდარი მამის ემოციური მიმართვა

გაერთიანების “ხალხის ძალა” წევრი, დავით ქართველიშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შვილი  გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში საზოგადოებას თანაგრძნობისთვის და ნუგეშისთვის მადლობას უხდის.

„ერთ რამეში მაინც მომატყუა – ინტროვერტი ვარო, ვერც მეგობრების დიდი რაოდენობით ვიტრაბახებო. მე არ ვიცი. ათასობით ადამიანი მოვიდა ბაჩოსთან ფიზიკურად, ათასობით მომწერა მხოლოდ მე, ათასობით გვირეკავდა სვანეთიდან დაწყებული თუშეთით დამთავრებული. ტიროდნენ აფხაზები, რუსები, უკრაინელები. მიწას აყრიდნენ სასაფლაოზე ექსტრემალი ველომრბოლელები, რომლებიც ბაჩოს გაცნობა მის სიცოცხლეში ვერც კი მოასწრეს, მაგრამ ის მათი კუმირი იყო – როგორც პიროვნება, ქართველი, მეგობარი, მამა, ძმა და შვილი. მე მისი მხოლოდ “ჩინური” ვერსია ვარ “კამბოჯაში აწყობილი”.

საოცრად მშვიდობისმყოფელი იყო და მისი ამ სულისკვეთებით აღივსო ეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ოთხი დღე/ღამე – საოცარი სიტყვებით მანუგეშა და გამაძლიერა ჩემმა პოლიტიკურმა ოპონენტმა შალვა ნათელაშვილმა. საოცარი სითბო ვიგრძენი რუსიკო თევზაძესაგან – არ იყო ჩვენს შორის არანაირი პოლიტიკა. იყო სიყვარული, ქართველობა, ადამიანობა და ღმერთი, ზეცაში კი ყოველივე ამის გამო ხარობდა მშვიდობისმყოფელი ბაჩო.

მხედრობა და მთავრობა, ერი და ბერი, ქალაქი და სოფელი, თითოეული თქვენგანი — იყავით ამ დღეებში ჩვენს გვერდში და სიტყვები არ მყოფნის, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. მომიტევეთ, თუ ვერ გპასუხობდით. ეხლა გპასუხობთ — უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის და ყველაფრისათვის დიდება უფალსდღეს მე და ინგამ თითქმის ერთდროულად გავუზიარეთ ერთმანეთს – რომ გარდაუვალი გარდაცვალების მიმართ არანაირი შიში აღარ გაგვაჩნია. თანაც ამის დრო უბრალოდ არა გვაქვს. ბაჩომ მრავალშვილიან მშობლებად გაგვხადა და სიკვდილზე ფიქრის დრო არა გვაქვს. თუ შეძლებთ, მოიხსენიეთ ლოცვებში ახლადშესვენებული მონა ღვთისა ბაჩო-გიორგი და მწუხარებასა და განსაცდელსა შინა მყოფი ახლად დაქვრივებული მხევალი ღვთისა ნინო – საოცარი გოგო, ცარიელი გული და სიყვარული, რომელსაც ზეგ დაბადების დღე აქვს და ბავშვები ემზადებიან დედიკოსთვის პატარა ზეიმის მოსაწყობად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მაგარი ქართველი დავკარგეთ“ – გიორგი უშიკიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • გაფართოება ახალი პირობებით – რა იცვლება ევროკავშირში და როგორ აისახება ეს გაწევრიანების პროცესზე
  • მზებუდობასთან დაკავშირებით მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge