Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არ მგონია, იოლი იყოს შენნაირი კაცების ჭირისუფლობა… ეს ტკივილი და ეს ცრემლი გინათებდეს სულეთში გზას – თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

February 15, 2023
არ მგონია, იოლი იყოს შენნაირი კაცების ჭირისუფლობა… ეს ტკივილი და ეს ცრემლი გინათებდეს სულეთში გზას – თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა
15 თებერვალს თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.
მისი მეგობარი, პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მეგობარს იხსენებს.
„ერთი წელი გავიდა… „ერთ რამე ადამიანი ჩემო თამაზ! ჩემო მეგობარო! როგორ მეუხერხულება შენზე სამგლოვიარო სიტყვების წერა და ჩემთვის როგორ თავზარდამცემია შენი ამ ქვეყნიდან წინსწრებით გასვლა. უხდებოდი შენს ქვეყანას, სჭირდებოდი შენს თიანეთს, გვჭირდებოდი ჩვენ – უფრო მეტად შენს მეგობრებს…  სატირალსა და სავაგლახოს შენნაირი წესით ნაცხოვრები კაცები არ სტოვებენ… მიდიხარ და მიგაქვს შენთვის სალოცავ ხატად გამხდარი თიანეთისა და თიანელებისგან საოცრად ნატკენი გული… რა ვუყოთ, ძმაო! ეს წუთისოფლის თანმდევი სენია, ავადმყოფობაა. დღევანდელობისაგან თავგზააბნეულებს 26 წელის ნინ ქვეყნისთვის ავისა და კარგის გამორჩევისთვის ვერ მოგვიცლია, თვალი ვერ გაგვისწორებია, დროს ვერ მოვერიეთ, დროს – ერთმანეთის საკორტნელად წამქეზებელს. საქართველოზე ჯავრით სავსე და ნატკენი გულით გაცილებს მთელი საქართველო…. არა მგონია, იოლი იყოს შენნაირი კაცების ჭირისუფლობა, არადა, თურმე შეგვძლებია… ეროვნულ მართალი არ ვიქნები, თუ ამ დღეებში შენთვის დაღვრილ ცრემლს გულჩვილობას მივაწერ. მხოლოდ ასეთი გულწრფელი ცრემლი და ტკივილია ჭეშმარიტი ტკივილი. ეს ტკივილი და ეს ცრემლი გინათებდეს სულეთში ღირსებით მიმავალ გზას მამა-პაპათა აჩრდილებთან ღირსეულად შესახვედრად…
ცრემლმა გაგალა თვალები,
უნდა უცრემლოდ გიტირო,
აღარც შენ მეპიტნავები –
შენაც ამჯავრდი სიკვდილო) სიცოცხლესთან ხარ შეთქმული,
სულეთს გაუღე კარები,
სამშობლოსათვის ერთგულნი მიდიან ლომა ხარები.
მზერა დაბინდეს ნისლებმა, გავალ, მდუმარე გავცდები,
წუთისოფელი იცლება თვირთვილიანი კაცების.
გზა ტკივილებით გავლიე,
ფიქრმა გაძარცვა გონება,
შენი დროც მოვა
, ტარიელ აქ აღარ დაგედგომება… არ გემშვიდობები! შეხვედრამდე, მეგობარო…“ – წერს პოეტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მაგარი ქართველი დავკარგეთ“ – გიორგი უშიკიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • გაფართოება ახალი პირობებით – რა იცვლება ევროკავშირში და როგორ აისახება ეს გაწევრიანების პროცესზე
  • მზებუდობასთან დაკავშირებით მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge