TV25 GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, სამშობიარო გართულებებით ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში“ მოხდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უნობია.
სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
კლინიკის ცნობით, დაიღუპა 42 წლის ქალი, რომელსაც 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. რაც შეეხება ახალშობილის მდგომარეობას, ბავშვი, ამ ეტაპისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
