Sunday, May 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა პირობა მისცა მამას ბედინამ ციხეში პაემანზე და რატომ გაასამართლეს ის სამშობლოს ღალატის მუხლით

February 14, 2023
რა პირობა მისცა მამას ბედინამ ციხეში პაემანზე და რატომ გაასამართლეს ის სამშობლოს ღალატის მუხლით
რეპერი ბედინა, იგივე მიხეილ ბედინაშვილი, როგორც მას უწოდებენ, მეამბოხე სულის მატარებელი და თავისი საქმის გენერალი, ქუჩის აკადემიიდან, პირდაპირ სცენაზე მოხვდა. მის ცხოვრებაში იყო ციხე, ცალმხრივი სიყვარული, ხიფათი, იმედგაცურება, დაპირისპირება, აღმავლობისა თუ დაღმავლობის პერიოდები, თუმცა, ის იმ ოპტიმისტურმა განწყობამ გადაარჩინა, რომელიც დღემდე მოჰყვება.

ბედინა: ბავშვობაში, დიდი ყურები მქონდა და „ყურშას“ მეძახდნენ. ძალიან ცელქი ვიყავი, მშობლებს ბევრი ტკივილი მივაყენე და ამას ვაღიარებ. დედა მკერავი გახლდათ და დღესაც სამკერვალო სალონში მუშაობს. მამა კი მფრინავი იყო, ოცდახუთი წელი ბორტინჟინრად მუშაობდა „ტუ 154-ზე“, სამოქალაქო ავიაციაში. სულ ცაში იყო, დაფრინავდა და ვხუმრობ ხოლმე: მგონი, მამამ ცაში ჩამიფიქრა-მეთქი (იცინის).

– ალბათ, მამას რომ უყურებდი, ბავშვობაში შენც მფრინავობაზე ოცნებობდი.

– მე უფრო მაღლა მინდოდა გაფრენა და კოსმონავტობაზე ვოცნებობდი (იცინის). თუმცა, კოსმონავტობაზე ოცნება მიწაზე დარჩა. მერვე კლასამდე კარგად ვსწავლობდი და მერე „ავურიე“. ჰოდა, ამიკრიფეს გუდა-ნაბადი და 31-ე სკოლიდან, მეცხრე კლასიდან გამომაძევეს, არც ატესტატი მაქვს, არც უმაღლესი დამიმთავრებია და არანაირი დიპლომიც არ მაქვს. თუმცა, „ქუჩის აკადემიისა“ და ორთაჭალის ციხის დიპლომები და რუსთავის კოლონიის უნივერსიტეტი – კი ბატონო (იცინის). „გაობახტშიც“ ვიჯექი და ჯარის „კარცერშიც“ და რაც მე ახლა ჩამოვთვალე, ამაზე დიდი უმაღლესი რა გინდათ? (იცინის)

– მართალია, რომ ციხეში ყოფნისას, პაემანზე მოსულ მამას პირობა მიეცი და მას უპირობოდ ასრულებ?

რა პირობა მისცა მამას ბედინამ ციხეში პაემანზე და რატომ გაასამართლეს ის სამშობლოს ღალატის მუხლით– მამას რუსთავის კოლონიაში პაემანზე შევხვდი. ემოციური მომეჩვენა, ვფიქრობ, ცოტა ნასვამიც იყო. მითხრა: მამა, რაღაც მინდა, გთხოვო, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაგიჭირდეს, სახლი არ გაყიდოო. გულთან მივიტანე მისი სიტყვები და ჩემთვის იმ კერისა და სახლის გაყიდვა სამშობლოს გაყიდვის ტოლფასია. ბევრი ჩემი უბნელი წავიდა იზოლირებულ, კორპუსის ბინაში საცხოვრებლად, მე ისევ იტალიურ ეზოში დავრჩი და დღესაც მოდიან, ვერ ელევიან ვორონცოვის უბანს. იმ სახლში, სადაც ახლაც ვცხოვრობ, მე მეოთხე თაობა ვარ, მამის პირობა შევასრულე – რემონტი გავაკეთე, რაღაცებიც მივამატე, ეზოში ვაზი გავახარე, რომელიც მამას ოსეთში აჩუქეს, ტალავერი გავაკეთე, ქვევრი ჩავდგი და იქ ვაყენებ მისი მტევნის ღვინოს… მოკლედ, მოვუარე და 90 პროცენტით შევასრულე მამისთვის მიცემული პირობა, თუმცა ერთი რამ დამრჩა ასახდენი… მამას სიცოცხლეშივე შევპირდი: შვილი რომ მეყოლება, ბიჭი, აუცილებლად შენს სახელს, პაატას დავარქმევ მეთქი და ეს დამრჩა ასასრულებელი. ვიცი, მამა ზემოდან რომ მიყურებს, ბედნიერია და ალბათ, ამბობს: მე რომ ცოცხალი ვიყავი, მაშინ გაგეკეთებინა, ბიჭო, ეგ რემონტიო (იცინის).

– ციხის პაემანი ახსენე და გკითხავ: 19 წლის ასაკში სამშობლოს ღალატში დაგდეს ბრალი. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შენი საცხოვრებელი სახლიდან პოლიციამ დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო. ცამეტი წელი მოგისაჯეს პატიმრობა. საუკეთესო წლები ციხეში გაატარე, ალბათ, ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში.

რა პირობა მისცა მამას ბედინამ ციხეში პაემანზე და რატომ გაასამართლეს ის სამშობლოს ღალატის მუხლით– კარზე დააკაკუნეს, გავაღე, შემოლაგდნენ, ჩხრეკა ჩაატარეს, სხვენში იპოვეს იარაღი და უნდა გადაგიყვანოთო. გამოვედი და მთელს უბანს სპეცრაზმელების „ჯაჭვი“ ჰქონდა შემორტყმული. არ დამავიწყდება, ჩემმა ადვოკატმა თქვა: სპორტული ინტერესის გამო ჰქონდა იარაღიო და დღემდე ვფიქრობ, იურისდიქციაში სპორტული ინტერესი რა არის (იცინის).

მოკლედ, ცამეტი წელი გამომიტანეს პატიმრობა განსაკუთრებით მძიმე რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ორი თვის მერე კი მოსამართლემ რვა წელი დამიტოვა. წელიწად-ნახევარი ორთაჭალის ციხეში ვიჯექი, სამწელ-ნახევარი – რუსთავის ციხეში, ჯამში, ხუთი წელი ვიჯექი და პირობით გამათავისუფლეს. საკანში ბევრს ვკითხულობდი, ვწერდი რეპს, ვვარჯიშობდი. რეპმა მიშველა, სიბინძურეს რომ არ ავყევი და გადავრჩი. პირველი ორი წელი „სროკზე“ დაძაბული ხარ, მერე კი ყველაფერს იუმორით უყურებ და იცინი, სისტემას ეგუები. თვისება მაქვს ასეთი: ყველა ცუდში კარგს ვეძებ, დამწუხრებაში – ღიმილს და რაც არ უნდა ცუდად ვიყო, მაინც ოპტიმისტი ვარ. არ დამავიწყდება, პირველად რომ შევედი ორთაჭალის ციხეში, ჩამოვჯექი მაგიდასთან სასადილოდ, ოდნავ გვერდით გავწიე ულუფა და დავინახე, მაგიდაზე პასტით იყო დაწერილი – „მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი“. დღემდე მახსოვს ის დაწერილი და სულ ვითვალისწინებ. ციხეში უამრავი დრო გაქვს ფიქრისთვის, ფიქრი კი ოცნებას ჯობია.

– ინტერვიუს დასაწყისში თქვი, კარცერშიც აღმოვჩნდით. რის გამო?

– ახალი წელი მოდიოდა, ვიფიქრე, ხომ უნდა დავილოცო, ჩემზე გაჭირვებული ადამიანი ვადღეგრძელო და ეგრეთ წოდებულ, „ბრაგას“ სასმელს გავაკეთებ-მეთქი. ჩავასხი პლასტმასის ჭურჭელში წყალი, დავამატე „დროჟი“, შაქარი, მსხალი, ვაშლი, ტკბილეულობა და შევფუთე პლედით. ერთ კვირაში სქელი შამპანურივით სასმელი კეთდება, თან, ათრობს და თან „პახმელიაც“ იცის. მოკლედ, გავაკეთე, შევფუთე და მიპოვეს ბადრაგებმა. მომკიდეს ხელი და ჩამსვეს კარცერში ორი დღით.

– ის, ბნელი საკნის დღეები, წარსულს ჩაბარდა. გამოხვედი ციხიდან და ჩვეულ ცხოვრებას და სცენას დაუბრუნდი. თუმცა, ოჯახი არ შექმენი. ეს შენი ბოჰემური ცხოვრების წესის ბრალია თუ ჯერ ნამდვილი სიყვარული არ მოსულა?

– სამწუხაროდ, ყველა ჩემი სასიყვარულო ისტორია ცუდად დამთავრდა. ალბათ, სიყვარულს გულწრფელი ერთგულება სჭირდება და მაშინ ხვდები, რომ ის ადამიანი შენი მეორე ნახევარია. ბევრი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ყველა კრახით დასრულდა. ბევრს მოვწონდი, თუმცა, გული არავისთვის გამიტეხია და არც არავინ მიწვალებია და მომიტყუებია, მიყვარხარ-მეთქი, რომ ლოგინში „შემეთრია“. ასე რომ, გოგოების გამო სისულელეებს არ ვაკეთებდი, მაგრამ არც ტყუილი მითქვამს და არც გამიწირია. სხვათა შორის, ციხეში რომ ვიჯექი, ერთ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, სერიოზულად ვფიქრობდი მასზე, მიყვარდა, ვწერდი წერილებს და რომ გამოვედი, გათხოვილი დამხვდა. რთულად მივიღე, ძალიან განვიცადე, თუმცა არც დამირეკავს და არც შევხმიანებივარ. ორი თვე ჩავიკეტე და ვსვამდი. ბოლოს შევეგუე ბედს, ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო. ჯობდა, დასაწყისშივე მომხდარიყო, რაც მოხდა, ვიდრე მერე, ასაკში გატეხილიყო სიყვარულის ნავსი. ახლა სიყვარულს არ ვეძებ, ვფიქრობ, თავად მოვა. ჯერ ადრეა, ბევრი რამ მაქვს წინ და მერე ბედნიერებაც აუცილებლად მოვა.

– რეპერები „ცუდ ბიჭებთან“ ასოცირდებიან – მოსაწევი, ნარკოტიკი, სასმელი…

– 46 წლის ვარ და დამიჯერეთ, არასოდეს გამიკეთებია ნარკოტიკი, არ მჭირდება ამით „კაიფი“. მირჩევნია ნატურალური ღვინო მივირთვა. მარიხუანა, ვაღიარებ, ათასში ერთხელ მომიწევია – განწყობისთვის. ვვარჯიშობ და ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრება მქონდეს. და, არ მიყვარს ძილი, მგონია, დროს ვკარგავ, დაახლოებით, 4 საათი მყოფნის და ერთი სული მაქვს, როდის ირიჟრაჟებს და წამოვხტები.

წყარო: tbiliselebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥ძლიერი სეტყვა სართიჭალაში – სტიქიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
  • „3 დღე-ღამე კარცერში გავატარე… შემოვარდნენ ღორებივით, გიჟებივით ჩამოგლიჯეს თოკები…“ – რას ჰყვება მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული რევაზ კიკნაძე?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge