ჟურნალისტი გიორგი ნიორაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მხატვარ სანდრო სულაბერიძის პროტესტს ეხება.
„წარწერა ვნახე და ისე ამ სანდრო სულაბერიძის ნამდვილ ნახატებს სად ვნახავ, რომ ამჯერად როგორც მხატვარი გავიცნო ?
გუგლის საძიებო ველში მისი სახელისა და გვარის ქვეშ, მხოლოდ უნიჭოდ გადაღებული ფოტოები იძებნება
ნატა ფერაძემ იცის ნეტა? – ვკითხო თუ არ ეცლება ?!
ისე რა მაგარია, სადმე პარიზში რომელიმე გალერეაში, რომ ეს გაეკეთებინა ვინმეს როგორი იქნებოდა ფრანგი სამართალდამცავების ქმედება, ან იტალიაში როგორ იმუშავებდა კანონი… ეს ამბავი დასჯის გარეშე არ ჩაივლიდა.
ობიექტურიბა მოითხოვს ითქვას, რომ
ესაა იაფფასიანი შემოქმედება და პოპულარობის მოპოვების მარტივი ხერხი, სამწუხაროდ ამ ტრენდზე ზის ბევრი “შემოქმედი” საქართველოში, გამოდიან ეთერებში, ყელის ძარღვებს იბერავენ, თავადვე იტყვიან რომ მაგარი რამე შექმნეს და ხალხსაც არწმუნებენ, მერე ეს დარწმუნებული ხალხი ამ უნიჭოებთან სიახლოვეს ცდილობს და გურუ სასტავს ქმნის .არც მეფე თამარის სექსით, არც საიდუმლო სირობებით და არც გოიმურად გაოცებული ავტორის, ამერიკული ზღაპრებითა და კატმანდუებით , და რათქმაუნდა არც საღებავების შესხმით ჭეშმარიტი შემოქმედება ვერ დაიდება, მხოლოდ ერთი დღის გმირები იბადებიან და მერე დრო ყველას თავის ადგილს მიუჩენს მაინც
ისე, ამ პერიოდში, ბევრ თანამედროვე ქართველ ავტორს გავეცანი და ტექსტით სასიამოვნოდ იმედგაცრუებული დავრჩი – რეალობა ისაა რომ სრულ ყლეობებს ქმნიან
მაგრამ ესაა აზრის გამოხატვის თავისუფლება, ვიღაცას მგლის ბილიკი მოწონს, ვიღაცას წიგნი მონანიება და ვიღაც ისევ ჩარჩენილია ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებისა და სველი იასამნის შთაგონებებში
რა თქმა უნდა, არ უნდა დაიჭირო მსგავსი ქმედებისთვის ადამიანი, უნდა მოხდეს მიყენებული ზარალის მონეტარიზაცია და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩართვა.
მაგ. იმავე გალერიის “უბორნია” ახეხინო 1 თვე.
თავისუფლება კი სულ სხვა რამაა“ , – წერს ნიორაძე.
შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენაზე მხატვარმა სანდრო სულაბერიძემს აკუთარი ნახატი ჩამოხსნა და კედელზე დააწერა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ .
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა.