Friday, May 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ჭაობიდან გომბეშოების დიდი რაოდენობა გაქრა…“ – გრძნობენ თუ არა ცხოველები წინასწარ მიწისძვრას?

February 13, 2023
„მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ჭაობიდან გომბეშოების დიდი რაოდენობა გაქრა…“ – გრძნობენ თუ არა ცხოველები წინასწარ მიწისძვრას?

ყოველწლიურად მსოფლიოში, დაახლოებით, 500 000 მიწისძვრა ხდება. აქედან 100 000 ადამიანისთვის საგრძნობია, 100-ს კი რეალური ზიანის მიყენება შეუძლია. ამასთან, დადგენილია, რომ სტიქიური უბედურებების დროს დაღუპული ადამიანების რაოდენობა დახოცილი ცხოველების რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.

ადრე ცხოველები სტიქიური უბედურების ცოცხალ მაცნეებად მიაჩნდათ. ძველ საბერძნეთში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცხოველების ქცევაზე დაკვირვებით წინასწარმეტყველებდნენ სტიქიურ უბედურებებს. მიწის ვიბრაციას შესანიშნავად გრძნობენ სპილოებიც, რომლებსაც არა მხოლოდ ყურებით, არამედ ფეხებით „მოსმენაც“ შეუძლიათ, რადგან ფეხის ძირებში მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები აქვთ. მრავალწლიანი დაკვირვებების თანახმად, მიწისძვრის მოახლოებას ყველაზე ადრე მიწისქვეშა სოროებში მცხოვრები ცხოველები გრძნობენ – მიზეზი, რა თქმა უნდა, ნიადაგის ვიბრაციაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ამით აიხსნას ცხოველთა უცნაური ქმედებები მიწისძვრის წინ.

მკვლევართა დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალში International Joumal of Environmental Research and Public Health.. ცხოველები მიწისძვრის მოახლოებას გრუნტის წყლების ქიმიურ შემადგენლობაში ცვლილების მეშვეობითაც გრძნობენ. ცხოველები, რომლებიც ბუნებრივ წყალსატევებში ან მათ მახლობლად ცხოვრობენ, მგრძნობიარენი არიან წყლის ქიმიური ცვლილებების მიმართ. ამიტომ, ისინი რამდენიმე დღით ადრე გრძნობენ მიწისქვეშა ბიძგის მოახლოებას.

სპეციალისტებმა ბუნებრივი კატასტროფების წინ ქიმიური ცვლილებების გამოკვლევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2009 წელს იტალიის ქალაქ აკვილაში ჭაობიდან გომბეშოების დიდი რაოდენობა გაქრა დამანგრეველ მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე.

ცხოველები, რომლებიც ბუნებრივ წყალსატევებში ან მათ მახლობლად ცხოვრობენ, მგრძნობიარენი არიან წყლის ქიმიური კვლილებების მიმართ. ამიტომ, ისინი რამდენიმე დღით ადრე გრძნობენ მიწისქვეშა ბიძგის მოახლოებას.

თბილი მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ჰიპოთეზა ბიოლოგებსა და გეოლოგებს ერთობლივი მუშაობისკენ უბიძგებს და ზუსტ მექანიზმის გამოავლენენ, რომელიც მათ ცხოველების დახმარებით მიწისძვრის ნიშნების გამოვლენაში დაეხმარება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდიდან მოიმატეს ტემპერატურა – მეტეოროლოგის პროგნოზი
  • საქართველოში ბრიტანეთის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • რატომ დააჯარიმეს რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge