Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელი დღეებია თებერვალში ყველაზე სარისკო და საბედისწერო

February 11, 2023
რომელი დღეებია თებერვალში ყველაზე სარისკო და საბედისწერო

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჟურნალ “თბილისელებთან” თებერვლის თვის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს პერიოდი საკმაოდ დაძაბულია:

– თვის დასაწყისშივე ასეთი დაძაბული ენერგეტიკული ფონი ადამიანების პირად ცხოვრებასა და საქმიან ურთიერთობებსაც შეეხება? როდემდე გაგრძელდება რთული და დაძაბული პერიოდი?

– თებერვლის დასაწყისში შეიძლება, აირიოს გეგმები, დაიძაბოს როგორც პირადი, ისე საქმიანი ურთიერთობები. ზოგიერთისთვის კი ამ პერიოდში შეიძლება, არასასიკეთოდ დასრულდეს კარიერა. შექმნილი ენერგეტიკული დისბალანსი 6 თებერვლიდან დაიწყებს შესუსტებას და ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება 10-12 რიცხვში. ამ დროს განიმუხტება დაძაბულობაც, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენელთა უმეტესობას ჯერ კიდევ შეუნარჩუნდება არამდგრადი ემოციური მდგომარეობა. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს შორის 11 თებერვლამდე, ერთი სქესის ადამიანებს შორის კი შესაძლოა, 20 თებერვლამდე უკიდურესობამდე დაიძაბოს ურთიერთობა.

– ეს ენერგეტიკულად და ფსიქოლოგიურად დაძაბული პერიოდი ადამიანების ჯანმრთელობაზეც მოახდენს უარყოფით ზეგავლენას?

– 13 თებერვლიდან მთვარე თავის მეოთხე, დაღმავალ ფაზაში გადავა და დაასუსტებს ყველა ზოდიაქოს წარმომადგენლის აურასა და ენერგეტიკას. ამ დროს გაიზრდება ავადმყოფობის ალბათობა, დასუსტდება გონების კონცენტრირების უნარი და მეხსიერება. ყველაზე სარისკო და საბედისწერო კი შესაძლოა, 18-19 თებერვლის დღეები აღმოჩნდეს, როდესაც მთვარე მერწყულის ზოდიაქოში იმოძრავებს. ამ დროს მეტი ყურადღებაა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისას, ტექნიკური საშუალებების მოხმარებისას, საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებისას. ეს პერიოდი ხელს უწყობს დესტრუქციული, დამამძიმებელი, ტოქსიკური კავშირებისა და ურთიერთობების დასრულებასა და მომავალი ენერგეტიკული აღმავლობისათვის მზადებას.

– ეს სიტუაცია თვის ბოლომდე გასტანს, თუ უნდა გვქონდეს იმედი და უფრო ადრე უნდა ველოდოთ გამოსწორებას?

– 19 რიცხვიდან სიტუაცია დაიწყებს დასტაბილურებას, რადგან მზე თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს და დაასრულებს დამამუხრუჭებელ ასპექტს პლანეტა სატურნთან. 20 თებერვალს კი პლანეტა ვენერა დატოვებს თევზების ზოდიაქოს და გადაინაცვლებს ვერძში. დაიწყება მეტად პროდუქტიული პერიოდი, რომლის დროსაც სასურველია, ენერგია მიმართულ იქნეს წინა პერიოდში კარიერასა და ურთიერთობებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების აღდგენისკენ. მაგრამ, ეს დროც ითხოვს წინდახედულობასა და მეტ აქტიურობას. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში თებერვლის მეორე და მესამე დეკადა, მნიშვნელოვნად უფრო მშვიდი და ჰარმონიულია, ვიდრე პირველი, რადგან ამ პერიოდში ამოქმედდება სრულიად ახალი, განახლებისა და აღმავლობის ენერგეტიკული ციკლი.

წყარო – თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge