“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“10 წლის მანძილზე რა არ გაგვიბედეს, რა არ გვაკადრეს, არჩევნები გაგვიუქმეს, სახელმწიფო ჩვენიანად მძევლად ჰყავს რუს ოლიგარქს აყვანილი, კორუფციამ და ნეპოტიზმმა გამოშიგნა ქვეყანა, სრულიად ცივილიზაციას ცეცხლი გაუხსნეს, ინსტიტუცია არ დატოვეს, თავზე რომ არ ჩამოემხოთ, ძვლებამდე გააშიშვლეს ქვეყანა და ა.შ და ა. შ.
ჰოდა, ათი წელია, ყველა უმსგავსობის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვაზე: თუ რას აპირებენ ოპოლიდერები, პასუხი არის ერთი – ბრძოლას! და ამასობაში უბრძოლველად ჩავბარდით ბორენკა დარაგოის “რუსულ ოცნებას”და ახლა თუ ვინმე მეტყვის, ეს თორმეტნახევარ კაციანი აქციები ბრძოლას ნიშნავსო, მაშინ მე გეტყვით, რომ არაფერი გაგეგებათ პოლიტიკის და ვისაც გეწყინებათ, კარგად დაფიქრდით, იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი თორმეტნახევარ კაციან აქციებს ?!
მიშას სიცოცხლე საფრთხეშია! წუთობრივად მძიმდება და ჩვენს თვალწინ ილევა, სულს ღაფავს და ამ დროს რა ხდება?! სად არის ბრძოლა მისი დაუყოვნებლივი გამოხსნისა და გადაყვანისთვის?! სად იბრძვით, სად მოვიდე?”
