თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქალაქ ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვნეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. სრულ სახელსა და გვარს “მეტრონომის” რედაქცია ჯერ არ ასაჯაროვებს, რადგან ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აღნიშნულ ფაქტთად დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ.
თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.
“თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქ. ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მ.შ. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავიაბილეთები
ცნობისთვის, თურქეთში მიწისძვრას 4 საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
