Thursday, December 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ცხოვრება ბრძოლაა, ამ ბრძოლაში, ზოგს მეომრობა გვიწევს, ზოგს გენერლობა, ზოგს კი გვერდიდან ყურება…“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

February 9, 2023
“ცხოვრება ბრძოლაა, ამ ბრძოლაში, ზოგს მეომრობა გვიწევს, ზოგს გენერლობა, ზოგს კი გვერდიდან ყურება…“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„სასულეთში რომ დაეძებ და შავით თეთრზე დაწერილი რომ შეგხვდება:

„სულ ორი ადამიანი მეგულება დედამიწის ქერქზე, რომელთაც იციან ტკივილის, ცრემლის, უკიდეგანო თეთრი ღამეების ფასი და მეამაყება, რომ ყოფის წისქვილზე მათთან ერთად ვდგავარ. მთავარია სული და რა გაქანებას მისცემ მას, რომელ გზას დაადგები. მე ეკლიანი ავირჩიე, სავსე ბარიერებითა და ლეშებით. გზა,რომელიც ტაიგაზე გადის, სადაც ბულბულის გალობას მგლის ყმუილი სჭარბობს. რატომ? პასუხი ერთია-ეს არის პირდაპირი ბილიკი სულის სრულყოფისაკენ”.

– ეს ამონარიდი, ახალგაზრდა პოეტის დათა გულუას შემოქმედებიდანაა , რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ ცოტა ხნის წინ გავეცანი…

საკუთარ თავს რომ იპოვი მის შემოქმედებაში, მერე შვილს რომ დაამეგობრებ მასთან, იმიერში მყოფს, და სურვილი გაგიჩნდება, სხვასაც გაუზიარო შენი ემოცია და შეგრძნება ეს ის მდგომარეობაა….

კაშკაშა მზის სხივები უხვად გვიზიარებდნენ დღეს, ზამთარ გაზაფხულის გასაყართან მდგომ სითბოს ენერგიას, სულსაც ჩასწვდნენ და ფიქრებიც ამირიეს, სულიერი ფრენა იმიერ სამყაროში რომელიც ჩემდა უნებლიედ დამჩემდა , წინ მიმავალი ესკორტის ხროტინმა დამიფრთხო, ეს ხმა რომელიც ქვემოთაა აღწერილი იმდენად გაუსაძლისი მოსასმენი იყო გავიფიქრე გიღირს კი ადამიანო მეთქი, და მადლობა ღმერთს რომ დროულად კითხვა პასუხში გართული საკუთარ თავთან, ჩამოვრჩი ესკორტს…
ისევ დათას დავესესხები:

„შეიძლება ბევრ თქვენგანს არც უნახავს სისხლით თვალაცრემლებული მზე, მაგრამ სწორედ ასეთი მზე ხროტინებს ხოლმე ჩემს სარკმელთან ყოველ დილას. ძალიან მძიმეა ამ ხროტინის მოსმენა, ყველანაირ ხორციელ ტკივილზე ძნელი.ყველაზე დიდი სისასტიკე ის არის, რომ მთელი თავისი სიძლიერით გესმის, აღიქვამ მის ამაზრზენ ხმას და გგონია, რომ ახლა არა და ახლა გაგისკდება სასმენელი. მიუხედავად ამისა, მაინც ვცხოვრობ, იმიტომ რომ ცხოვრება ბრძოლაა…

P.S. ცხოვრება ნამდვილად ბრძოლაა, ამ ბრძოლაში, ზოგს მეომრობა გვიწევს, ზოგს გენერლობა, ზოგს კი გვერდიდან ყურება, მაგრამ ბრძოლის დასრულებისას, გვირაბის ბოლოს, მხოლოდ მართალთათვის რომ განათდება მთელი გულით მწამს…

გვირაბის ბოლომდე არც კი ვიცი რა მანძილია დარჩენილი, ალბათ ხვალინდელი დღე კვლავ გათენდება, ვფიქრობ მეც ვიქნები მისი მეგზური, ეს მთვარეც რომელიც ჩემი სარკმლიდან სულ რამდენიმე დღის წინ დავაფიქსირე, კვლავ გადაიძრობს, ჩემს დარდიან, ტკივილიან, თქვენს სიხარულით სავსე ფიქრებს, წერილს რომელსაც ინტერნეტ სივრცეში ადვილად მოძებნით ( წერილი თანატოლებს ავტორი დათა გულუა) გირჩევთ წაიკითხოთ, ის ჩემი ყოველადღიური საკითხავი გახდა და იმ დროისთვის ასაკით პატარა ადამიანის ნაფიქრალმა კიდევ უფრო გამიმყარა აზრი რომ სულს ასაკი არ აქვს, რომ სული უკვდავია…

„დავუნთოთ ერთმანეთს სულებში სანთლები, რადგანაც ხვალ მათი ერთობლიობა მომავლის გალაქტიკის მზეს კიდევ ერთ სხივს შეუზრდის. ხვალ მათი ერთობლიობა მომავლის გალაქტიკის მზეს კიდევ ერთ სხივს შეუზრდის,- დათა გულუა…”, – წერს იზა ომაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება” – “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს
  • “„რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ – ირაკლი კობახიძე ევროკავშირზე
  • ცნობილია ვინ იმღერებს თბილისში საახალწლო კონცერტზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge