ამერიკელი პიანისტი და კომპოზიტორი, ბერტ ბაკარაკი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
ბაკარაკს ამერიკული ესტრადისა და კინემატოგრაფიისთვის ასობით სიმღერა აქვს დაწერილი. მას მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორს უწოდებენ.
ცნობისთვის, ბერტ ბაკარაკს პრესტიჟული ჯილდო – „ოსკარი“ სამჯერ აქვს მიღებული.
