46 წლის რუსთაველი ალექსანდრე ხანიაშვილი უკვე 6 წელია, რაც გადარჩენისა და არსებობისთვის იბრძვირს – მისი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, როცა ერთ საბედისწერო დღეს ავტომობილი დაეჯახა. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ექიმებმა მოახერხეს და ფეხი შეუნარჩუნეს, თუმცა არასწორი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ჭრილობაზე ანთება დაეწყო და ინფექცია შეეჭრა. სხვადასხვა პროცედურის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცს ცალი ფეხი 10 სმ-ით დაუმოკლდა, რამაც მისი შრომისუუნარობა გამოიწვია – უჭირს გადაადგილება, ფეხზე დგომა და ფიზიკურ დატვირთვას ორგანიზმი ვერ უძლებს, ამ მიზეზთა გამო კი სამსახურში არავის აყავს.
სოციალურმა სამსახურმა გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ ალექსანდრეს გაურკვეველი მიზეზების გამო დაბალი ქულები მიანიჭა და სახელმწიფო შემწეობა მხოლოდ 30 ლარით განესაზღვრა, რაც არსებობისთვის წარმოუდგენლად მცირე თანხაა და ამ დახმარებასაც ბანკი, წალმებისთვის გამოტანილი კრედიტის გამო, ყოველ თვე აჭრის. არ აქვს ინვალიდობის პენსია, რადგან განუმარტეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაენიშნებოდა, თუ ფეხი 12 სმ-ით იქნებოდა დამოკლებული:
„აქამდე რომ მოვაღწიე, მეგობრებისა და კეთილი ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც პერიოდულად საჭმელს მაწვდიან. კომუნალურებს ვერ ვიხდი, შესაბამისად, გაზიც არ მაქვს, რაც ხის ძველი მასალა გამაჩნდა, ყველაფერი ღუმელში დავწვი, რომ ცოტა ხნით სითბო მქონოდა სახლში. ახლა ესეც აღარ მაქვს და მეშინია, ზამთარი ჯერ კიდევ წინ არის, სუსხიან დღეებში რა მელის, არ ვიცი…
მინდა, ვინმემ ისეთი სამსახური შემომთავაზოს, რომელიც ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას ხელს არ შეუშლის, თუნდაც დაცვის სამსახურში მონიტორთან რომ ვიჯდე და კამერები ვაკონტროლო, ან ისეთი სამსახური, სადაც ფიზიკური დატვირთვა არ მომიწევს, არაფერი მეთაკილება, მთავარია შესაბამისი სამუშაო მქონდეს, თავს არ დავზოგავ“ – აღნიშნა ალექსანდრემ „მეტრონომთან“ საუბრისას.
ალექსანდრე ხანიაშვილი რუსთავში, ძველ მამა-პაპისეულ სახლში მარტო, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ოპერაციის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში რეაბილიტაციას სწორედ ამ პირობებში გადიოდა, ამიტომ გამოჯანმრთელების პროცესიც გაიწელა.
ის ახლა კეთილი ადამიანების იმედად არის დარჩენილი, რომლებიც თუნდაც 1 ლარით მაინც დაეხმარებიან ან მისთვის შესაფერის სამსახურს შესთავაზებენ, რათა სხვებზე არ იყოს დამოკიდებული.
ანგარიშის ნომერი:
GE71LB0111110000703000 (ლიბერთი ბანკი)
მიმღები: ალექსანდრე ხანიაშვილი
პ/ნ: 35001059497