სოციალურ ქსელში გუშინ ახალი ინფორმაცია გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებში ის “ნაციონალური მოძრაობის” სიით იღებს მონაწილეობას.
“პრაიმამბები” ნინო სუხიშვილს დაუკავშირდა და მის გარშემო აგორებულ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვა.
ინფორმაცია მან ჩვენთან საუბარში უარყო.
“სიებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის ფეიკი, ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს” – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.