Monday, July 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“დუღილის ტემპერატურა არ ავწიოთ” – საფრთხე, რომელიც საქართველოს სომხეთ-აზერბაიჯანის ომისგან ელოდება

September 28, 2020
“დუღილის ტემპერატურა არ ავწიოთ” – საფრთხე, რომელიც საქართველოს სომხეთ-აზერბაიჯანის ომისგან ელოდება

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი საკმაოდ დიდია. ყველა ხვდება, რომ მთიან ყარაბაღში ომის გამწვავება რეგიონისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის არაერთი პრობლემის მომტანი იქნება. საქართველოს მეზობლად სამხედრო კონფლიქტის მასშტაბსა და შესაძლო შედეგებზე „ჰოთნიუსი“ სამხედრო საკითხების ექპსერტს, ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

რამდენადაა შესაძლებელი, საქართველო გახდეს ადგილი, სადაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობიანი მოლაპარკები აწარმოონ? – სალუქვაძის თქმით, კონფლიქტის სირთულიდან გამომდინარე, აღნიშნული ფორმატის განხორციელება საკმაოდ რთულია.

ამირან სალუქვაძე საუბრობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლის წინაშეც აღნიშნული კონფლიქტის გამო შეიძლება, საქართველო და მთელი რეგიონი დადგეს:

„არსებობს უკვე მინსკის ჯგუფი, საერთაშორისო ფორმატი, სადაც ამ კონფლიქტს განიხილავენ. ახალი ფორმატის შესაქმნელად მხოლოდ საქართველოს ძალისხმევა არაა საკმარისი. აქ გარეაქტორებია – რუსეთი, თურქეთი, ევროპა და ა.შ. მათი ინტერესიც უნდა იყოს ახალი ფორმატის შექმნა და რამდენადაა ეს შესაძლებელი, როცა დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთთან და თავად ვიმყოფებით ოკუპაციის ქვეშ… ამ მიზეზების გამო რთულია, ჩამოვიყვანოთ თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი – ეს ფაქტობრივად, შეუსრულებელი საკითხიც კია. თუ მოხდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, შემდეგ შესაძლებელია, რა თქმა უნდა… ბევრჯერ გვიხილავს სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების მოლაპარაკებები სხვადასხვა ფორმატში. საქართველოს ასეთი როლის წამოწევა გვახსენდება მაშინ, როცა სროლა იწყება და ამ დროს ეს რთულია.

თუ ეს დაპირისპირება ხანგრძლივად გაგრძელდა, მინიმუმ, რეგიონის ეკონომიკურ და ტრანზიტულ აქტივობებზე იმოქმედებს. კონფლიქტის წინა გამწვავების დროს ვიხილეთ ეთნიკური დაპირისპირებები რუსეთში, იქ ორივე სახელმწიფოს საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს და სერიოზული შეტაკებები მოხდა. მსგავსი გამოვლინებები შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფოშიც იყოს. რამდენადაც ახლოს ვართ კონფლიქტის ზონასთან, მეტად უნდა ვითავისებდეთ, რომ დუღილის ტემპერატურა არ ავწიოთ“ – განაცხადა სალუქვაძემ.

ბრიგადის გენერალი ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესების გამწვავება საქართველოსთვის სახარბიელო არ არის:

„ყოველთვის ვადარებ ხანძარს, როცა მეზობლის სახლი იწვის, არ შეიძლება, იყო გვერდიდან მაყურებელი. ამიტომ სეირის მაყურებელი ჩვეულებრივი მოქალაქეც კი არ უნდა იყოს და გრძნობდეს, რომ ეს შეიძლება მასზეც აისახოს” – აღნიშნა მან.

უფრო ვრცლად:

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge