განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ცნობით, 12 ოქტომბრიდან აჭარის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას განაახლებენ. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საბავშვო ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გადაიდო.