Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სად გადაიყვანეს ბადრი ესებუა დაკავების შემდეგ – ადვოკატის პირველი კომენტარი

February 8, 2023
სად გადაიყვანეს ბადრი ესებუა დაკავების შემდეგ – ადვოკატის პირველი კომენტარი

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც სამართალდამცავებმა ძებნილი ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. “კურიერის” ინფორმაციით აქ ოპერაცია თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, უშუალოდ დაკავება კი დილის საათებში მოხდა და ის გადაიყვანეს ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში, იქიდან კი ქუთაისის ციხეში.

საცხოვრებელ სახლთან მიახლოების საშუალება ჯერ-ჯერობით მედიას არ აქვს. პერიმეტრს სამართალდამცავები აკონტროლებენ.

“კურიერი” ესაუბრა ბადრი ესებუას ადვოკატს, სოსო ჯანაშიას, რომელიც განმარტავს რომ მას დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ჯერ არ შეხვედრია დაკავებულ ესებუას და აპირებს რომ დღის მეორე ნახევარში შეხვდეს მას. სოსო ჯანაშია ამბობს, რომ მთელი ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ზუგდიდის სასამართლოში 20 თებერვალს არის ჩანიშნული და სავარაუდოდ სწორედ ამ დღეს წარდგება ბადრი ესებუა სასამართლოს წინაშე.

“ინფორმაცია მაქვს, რომ დააკავეს ჯიხაშკარში და დაკავების დეტალები არ ვიცი, ამჟამად რომ ქუთაისში გადაჰყავთ ეს ვიცი. დღის მეორე ნახევარში წავალ. არ ვიცი დაკავების დეტალები, ვისთან იყო, როგორ იყო, რანაირად, ვინ დააკავა – არაფერი ვიცი,” – აცხადებს ჯანაშია.

თავდასხმა ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა – რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმე – რა თქვა მოწმემ, რომელიც 2013 წლიდან ქოლ-ცენტრს ფლობდა და რომელსაც სუს-ი მფარველობდა
  • 3800 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება – იხილეთ მისამართები
  • გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 119 პირიდან 70 მეთადონის პროგრამაშია ჩართული

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge