კასპში პოლიციის მანქანა “დრიფტის” დროს ავარიაში მოყვა – აღნიშნულ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერენ და აქვეყნებენ პოლიციის უფროსის ფოტოს:
“ამ ფოტოზე პოლიციის ხელმძღვანელია – ვინ არის არ ვიცი, არც დამიკარგავს დრო ამის გასარკვევად, თუმცა ზრდილობა რომ რომელიღაც განყოფილებაში დარჩა, ფაქტია. ზრდილობასაც აღარავინ ჩივის მაშინ, როდესაც ამხელა დანაშაულს ჩადის და ჟურნალისტს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში, პირდაპირ უშლის ხელს.
P.s კასპში ვმუშაობდით და ერთ-ერთი გადაღებიდან სამსახურში დაბრუნებისას შემთხვევით გადავაწყდით დამტვრეულ საპატრულო პოლიციის მანქანას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ,,დრიფტის“ დროს დაიმტვრა. ბუნებრივია, მე და ჩეემმა ჟურნალისტმა გადავწყვიტეთ ამბავი გადაგვეღო და ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო.
როგორც კი, კამერა ავიღეთ და დავიწყეთ გადაღება, მოდის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გვეუბნება, რომ ადგილიდან უნდა გავიდეთ, რადგან გადაღების უფლება არ გვაქვს. გვიშლიდა ხელს და ცდილობდა კამერაზე ხელის აფარებით, დაემალა ფაქტები!
ასეთ დროს, სულ მიჩნდება განცდა, მაშინ, როდესაც ჟურნალისტების არ ერიდებათ და უკანონოდ გამოხატავენ ამხელა აგრესიას, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება რიგითი მოქალაქეების მიმართ??? .
შსს საპატრულო პოლიცია
შსს კარგი იქნება, თუ შესაბამისად კვალიფიცირებულ თანამშრომლებს დანიშნავთ თანამდებობებზე, რომლებიც იქნებიან ადეკვატურები და ეცოდინებათ ჟურნალისტებთან ურთიერთობა, ზემოთ აღნიშნული მაღალჩინოსანი კი თქვენი რეპუტაციის შელახვის მეტს ნამდვილად არაფერს აკეთებს”
