ვერძი
დღეს, კარგად გაართმევთ თავს ინფორმაციულ ქაოსს და მოიპოვებთ თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლებიც სასიკეთოდ აისახება მომავალ საქმიანობაზე.
კურო
სჯობს, თავი შეიკავოთ რაიმე სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისგან, რადგან ახლა მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში აღიქვამთ სამყაროს, ამიტომ, გაგიჭირდებათ სწორი არჩევანის გაკეთება, არც ურთიერთობების თემებია სახარბიელო. აკონტროლეთ ემოციები.
ტყუპები
თუ იმოქმედებთ ჯგუფთან ერთად და თანამოაზრეებთან განიხილავთ სამოქმედო გეგმას, ყველაზე რთული საქმეც კი წარმატებით დაგვირგვინდება, ასე რომ, ყური მიუგდეთ ირგვლივ მყოფთა რჩევებს.
კირჩხიბი
დაძაბული, მაგრამ პროდუქტიული დღეა. მართალია, საქმე მრავლად გექნებათ და დიდი ძალისხმევაც დაგჭირდებათ, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგები, მაგრამ შესაძლოა, სწორედ დღევანდელი დღე გახდეს საუკეთესო ცვლილებების საწყისი თქვენს ცხოვრებაში.
ლომი
ახლა თავმდაბლობის დრო არ არის, აჩვენეთ ყველას თქვენი შესაძლებლობები, ახლა გაქვთ შანსი, მიაღწიოთ, რასაც დიდი ხანია გეგმავთ.
ქალწული
შესაძლოა, დღეს წარმოქმნილმა მოულოდნელობებმა დაგაბნიოთ და სტრესში ჩაგაგდოთ, ამიტომ, ეცადეთ, არ დაგეგმოთ ახალი წამოწყებები, დაკავდით რუტინული საქმიანობით.
სასწორი
გაიღრმავეთ ცოდნა, აიმაღლეთ კვალიფიკაცია, ისწავლეთ და თქვენს წინ ახალი ჰორიზონტები გამოჩნდება. ელოდეთ ახალ ადამიანებს, ახალ შესაძლებლობებს თქვენს ცხოვრებაში და ისწრაფეთ ახალი სიმაღლეებისკენ.
მორიელი
სისწრაფე და მოქნილობა იქნება საჭირო, რათა სასიკეთოდ გამოიყენოთ მოულოდნელი სიტუაცია, გონივრული და მიზანსწრაფული მოქმედებით კონკურენტებს უკან მოიტოვებთ.
მშვილდოსანი
ნუ მოახდენ ზეწოლას ირგვლივ მყოფებზე, პატივი ეცით მათ შეხედულებებს, იყავით მეტად ყურადღებით და სწორად შეარჩიეთ სიტყვები, რათა სამუდამოდ არ გაიფუჭოთ ურთიერთობები ახლობლებთან თუ კოლეგებთან.
თხის რქა
სასურველია, თავი შეიკავოთ სერიოზული, საპასუხისმგებლო საქმეებისგან. ნუ იტვირთავთ ახალ ვალდებულებებს. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით და მეტად დაისვენეთ.
მერწყული
დაფიქრდით და შეეცადეთ, სიახლეები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. განაახლეთ, შეცვალეთ გარემო, ფეხი აუწყვეთ ახალს, მოწყდით წარსულს და გაბედულად გადადგით ნაბიჯები მომავლისკენ.
თევზები
არ დაიშუროთ დრო და ენერგია ახალი ცოდნის ასათვისებლად ან პროფესიული განვითარებისთვის. რაც უფრო მეტად იზრუნებთ ცოდნის გაღრმავებაზე, მით მეტი პერსპექტივები ჩნდება თქვენს ცხოვრებაში.
