Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მაგდა პაპიძე შალვა პაპუაშვილს მიმართავს – რას სთხოვს ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ქალი პარლამენტის თავმჯდომარეს?

February 7, 2023
მაგდა პაპიძე შალვა პაპუაშვილს მიმართავს – რას სთხოვს ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ქალი პარლამენტის თავმჯდომარეს?

ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი, მაგ­და პა­პი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს მი­მარ­თავს და და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მყო­ფი უვა­დო მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის ყო­ფი­თი და უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ითხოვს.

“ბა­ტო­ნო შალ­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 105-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად წარ­მო­გიდ­გენთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბას – “პა­ტიმ­რო­ბის კო­დექსში და­ხუ­რულ რე­ჟიმ­თან, „უვა­დო“ მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის ყო­ფი­თი და უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ცვლი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე“. გთხოვთ წარ­მოდ­გე­ნილ სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბას მის­ცეთ შე­სა­ბა­მი­სი მსვლე­ლო­ბა და კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­დას­ცეთ შე­სა­ბა­მის კო­მი­ტეტს“, – წერს მაგდა პა­პი­ძე.

რო­გორც პა­პი­ძე თავის წერილში აღ­ნიშ­ნავს, და­ხუ­რუ­ლი რე­ჟი­მი უვა­დო მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის არ ით­ვა­ლის­წი­ნებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას. მი­სი­ვე თქმით, #5 ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ასე­ვე არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ღია სივ­რცეს, რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნას ფლო­რით. მისი თქმით, ასევე, და­ხუ­რუ­ლი რე­ჟი­მი უვა­დო მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის ხე­ლის შემ­შლელ რე­ა­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს შიდა-სა­ბა­ზი­სო უფ­ლე­ბე­ბის­თვი­საც, რად­გან უვა­დო მსჯავ­რდე­ბულს და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა არ შე­უძ­ლია, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ეტა­პობ­რი­ვად იმარ­თე­ბა. მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით­ვე, შე­ზღუ­დუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა იმ მა­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბელ, შე­მეც­ნე­ბით, სპორ­ტულ და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო კურ­სში ჩარ­თვა, რო­გორც ეს სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­თვის კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლია.

პა­პი­ძის გან­მარ­ტე­ბით, და­ხუ­რუ­ლი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­დღი­უ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იზღუ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, უვა­დო მსჯავ­რდე­ბულს შე­ზღუ­დუ­ლი აქვს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­ხუ­რუ­ლი რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან უვა­დო მსჯავ­რდე­ბულს უფ­ლე­ბა არა აქვს პი­რა­დად მი­დი­ო­დეს და სარ­გებ­ლობ­დეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ით და ბიბ­ლი­ო­თე­კით. პა­პი­ძე ასე­ვე ამ­ბობს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დღე­ში ერთი სა­ა­თით ჭე­რახ­დილ ოთახ­ში ხდე­ბა გა­სე­ირ­ნე­ბა, სა­დაც მზის სხი­ვე­ბი ვერ აღ­წევს.

მაგ­და პა­პი­ძე მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ უნდა მი­ი­ღონ მის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა.

„ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი და რიგი პრობ­ლე­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, კა­ნონ­ში უნდა მოხ­დეს და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა – და­ხუ­რულ რე­ჟიმ­თან – უვა­დო მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის შიდა, სა­ბა­ზი­სო უფ­ლე­ბე­ბის – და­საქ­მე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ში იმ დო­ზით ჩარ­თვა, რო­გორც ეს ხე­ლე­წი­ფე­ბა და­ნარ­ჩენ სხვა მსჯავ­რდე­ბულს. გთხოვთ, მაც­ნო­ბოთ თქვენს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე“, – წერს მაგ­და პა­პი­ძე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს.

ცნო­ბის­თვის, 2015 წელს, მაგ­და პა­პი­ძე სა­კუ­თა­რი ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნეს. მას უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმე – რა თქვა მოწმემ, რომელიც 2013 წლიდან ქოლ-ცენტრს ფლობდა და რომელსაც სუს-ი მფარველობდა
  • 3800 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება – იხილეთ მისამართები
  • გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 119 პირიდან 70 მეთადონის პროგრამაშია ჩართული

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge