ტელეწამყვანი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის კატასტროფულ შედეგებს ეხმაურება.
ბუკია ასევე საუბრობს ქართული საზოგადოების ნაწილის რეაქციაზე, რომელთა მიხედვითაც, ზემოაღნიშნულ ტრაგედიას არაქრისტიანი ხალხი ემსხვერპლა.
„5000 მდე ადამიანი დაიღუპა ნანგრევებში და ბევრი კიდევ ჯერ ვერ გამოყავთ. რამდენი ბავშვია კიდევ შიგნით არ მინდა ვიცოდე, არა! საშინელ კადრებს გულის ხეთქვით ვარიდებ თვალს და თან მრცხვენია: ამ ხალხმა რა გადაიტანა და მე კიდევ ყურება არ მინდა. და ამ დროს აქ გამოჩდნენ ადამიანები, ვინც გვარწმუნებს, რომ თურმე გაბრაზებულმა ქრისტემ სხვა რჯულის ბავშვები გაწყვიტა. და ამ სტატუსს ალაიქებს ხალხი. და თან დადის ეკლესიაში. ანუ ასე ესმით საკუთარი რელიგია, თავიანთი ღმერთი. ამის მერე საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? ამ ხალხს როგორ უნდა გავაგებინოთ რა არის დემოკრატია, კეთილდღეობა, პატიოსნება, ელემენტარული სიკეთეები, თუკი ღმერთზე აქვთ ასეთი წარმოდგენა და თან ჩვეულებრივ ამბად აღიქვამენ რომ ბავშვები შეიძლება ისჯებოდნენ გადაკეთებული ტაძრის გამო. შეუძლებელია ამ გულქვაობასთან თანაცხოვრება“ , – წერს ბუკია.
