Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არის საქართველოს სეისმური საფრთხის რუკა… რაც უფრო წითელია, საფრთხე მით მეტია” – თეა გოდოლაძე

February 7, 2023
“ეს არის საქართველოს სეისმური საფრთხის რუკა… რაც უფრო წითელია, საფრთხე მით მეტია” – თეა გოდოლაძე

“ეს არის საქართველოს სეისმური საფრთხის რუკა. თავისუფალი ვარდნის აჩქარებით გამოსახული. ბალს აღარავინ იყენებს. რაც უფრო წითელია, საფრთხე მით მეტია” – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს და რუკის ფოტოს აქვეყნებს.

293625861-10159211602877669-4176823422313342406-n-1657787328.jpg

მისი თქმით, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, გოდოლაძის განმარტებით, ეს არის სეისმური საფრთხის შეფასება.

“მეგობრებო, მეზობლებო, თანამემამულენო! მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. ამიტომ, მე არასდროს არ ვიტყვი და არავის არ ვეტყვი, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათსა და წუთზე და ამა და ამ ადგილზე (კოორდინატების მითითებით) მოხდება მიწისძვრა. მეტიც, ძალიან არასერიოზულია ეს და მსოფლიო სამეცნიერო სივრცე სკეპტიკურად უყურებს იმ მკვლევარებს, რომლებიც იჩემებენ, მიწისძვრის პროგნოზი შეგვიძლიაო.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს. ეს არის სეისმური საფრთხის შეფასება. გრძელვადიანი პროგნოზი ნიშნავს, რომ სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, დანაკვირვებ მასალაზე დაყრდნობით, კონკრეტულ ტერიტორიაზე, გარკვეული ალბათობით, მომავალში შესაძლებელია მოხდეს ისეთი სიდიდის მიწისძვრა, რომელიც ამა და ამ გრუნტის მაქსიმალურ აჩქარებას გამოიწვევს.

სხვა სიტყვებით: დიახ, საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. აქ ხდებოდა, ხდება და მოხდება მიწისძვრები. გახსოვთ თბილისის 2002 წლის მიწისძვრა? (Mw=4.5) ეპიცენტრი იყო თბილისში. 1991 წლის რაჭის მიწისძვრა (Ms=7) და ა.შ. ამიტომ, დიახ, საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია. შეგვიძლია მხოლოდ სეისმური საფრთხის შეფასება”, – წერს თეა გოდოლაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “წინადადება საინტერესოა, გამოწვევა გააზრებული მაქვს” – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის შეთავაზებაზე
  • “განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ”- „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოქალაქეებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge