Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაუძლებენ თუ არა ახლადაშენებული კორპუსები მაღალი მაგნიტუდის მიწისძვრებს – რა საფრთხეებია მოსალოდნელი

February 6, 2023
გაუძლებენ თუ არა ახლადაშენებული კორპუსები მაღალი მაგნიტუდის მიწისძვრებს – რა საფრთხეებია მოსალოდნელი

გთავაზობთ ამონარიდს myclient.ge-ს სტატიიდან, რომელიც თარიღდება 2018 წლით

საქართველო რუსეთისა და არაბეთის ფილაქნებს შორის მდებარეობს. რუსეთის ფილაქანი თითქმის უძრავია, არაბეთისა კი მოძრაობს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით წელიწადში 2 სმ სიჩქარით. ასე რომ, ჩვენ ვიჭყლიტებით ორ ფილაქანს შორის, ქანები ზემოთ მიიწევს, ამიტომაც არის საქართველოში ასეთი მაღალი მთები. საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომლის ხდომილებაც არსებობს  7-7,5 მაგნიტუდის მქონეა. ყველაზე დიდი მაგნიტუდის მიწისძვრა კი  1991 წელს დაფიქსირდა რაჭაში.  2002 წელს თბილისში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც 12 000 შენობა დააზიანა.
მიწისქვეშა ბიძგები ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ფიქსირდება, ექსპერტების თქმით ბოლო 4 თვის განმავლობაში 11 ათასი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. საინტერესოა რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებენ ახლადაშენებული კორპუსები. საქართველოს სამშენებლო პოლიტიკის თანახმად, დამკვეთმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, არქიტექტურის სამსახურს უნდა წარუდგინოს გეოტექნიკური დასკვნა, რომელთა გაცემაზე კერძო კომპანიები და კერძო პირები მუშაობენ.

 

გეოტექნიკური დასკვნა სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გაიცემა და აჩვენებს გრუნტის ნაირსახეობას, სიღრმეს. ეს დოკუმენტი მთელი პროექტისთვის მთავარი სახელმძღვანელოა როგორც სამშენებლო მასალების, ისე ტექნოლოგიების კუთხით, რომლებსაც მუშაობის პროცესში გამოიყენებენ.

 

ტექნიკური რეგლამენტი „სეისმომედეგი მშენებლობა“  საქართველოს  მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება, როგორც ახალმშენებარე, ასევე სარეკონსტრუქციო, გასაძლიერებელი და აღსადგენი საცხოვრებელი,საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობა-ნაგებობების დაპროექტებაზე. ეს განპირობებულია საქართველოს მთელი ტერიტორიის სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობით.

 

რა არის შენობის სეისმომედეგობა? ეს არის შენობა-ნაგებობის უნარი შეინარჩუნოს პროექტით გათვალისწინებული სიმტკიცე და მდგრადობა საანგარიშო მიწისძვრის ზემოქმედების შემდეგ, რაც გამორიცხავს ნაგებობის გლობალურ ან ნაწილობრივ ჩამონგრევას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა მსხვერპლი ან ტრავმები.

 

იმის მიუხედავად, რომ არსებობს ტექნიკური რეგლამენტი, იმის მიუხედავად, რომ კომპანია ვალდებულია წარადგინოს გეოტექნიკური დასკვნა,  ზოგი  ექსპერტის თქმით დადებული დასკვნის გადამოწმება არ ხდება და უფრო მეტიც, ხშირია მისი გაყალბებაც.

 

მსგავსი შემთხვევების და შენობის სეისმომედეგობის კონტროლი და პასუხისმგებლობა ვინმეს უნდა დაეკისროს, უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც მშენებლობის პროცესს აქტიურად დააკვირდება და როგორც დამოუკიდებელი დამკვირვებელი დადებს ობიექტურ გეოტექნიკურ დასკვნას.

 

მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, ის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი სიძლიერის შეიძლება მოხდეს, ამისგან დაზღვეული არავინაა. მაგრამ ნგრევის და დაზიანების სიმძლავრის და სიხშირის  გაკონტროლება ჩვენს ხელშია. მყარი, სეისმურად მდგრადი შენობები მიწისძვრას გაუძლებს და მსხვერპლი ნაკლები იქნება, ამიტომ მშენებლობის პროცესს, თითოეული კომპანია გულდასმით და პროფესიონალიზმით უნდა მოეკიდოს, უნდა ახსოვდეთ, რომ  მათს ხელში უამრავი ადამიანის სიცოცხლეა!

 

წყარო: myclient.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასულიერო სემინარიის საბჭომ მიტროპოლიტი იობ აქიაშვილის საღვთისმეტყველო განათლება აღიარა
  • ხათუნა ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა
  • ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge