„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო სხდომაზე, სადაც მოწმის სახით იკითხებოდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მიმართა:
“რადგან ჩემთან მუდმივი საუბარი იყო იმაზე, რომ პაციენტი ნებისმიერი გზით გარეთ უნდა გავიდეს, როდესაც 7 თვე მზადდება საექსპერტო დასკვნა და არ მთავრდება პროცესი, ჩემთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი სპეციალურად ჭიანურდება, ელოდებიან, როდის ჩამოვა მისი მასის ინდექსი. ამიტომ, გათავისუფლება ბატონი მიშას თავდადების გამო მოხდება და არა, თქვენი წვალების შედეგად” -აღნიშნა მან.