ცნობილი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ორ თვეში 90 წლის უნდა გამხდარიყო, როგორ ემზადებოდა…” – წერს ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე. ხოლო ტელეწამყვან თამუნა მუსერიძის ცნობით, რომლის მეუღლე – მსახიობი სანდრო მიკუჩაძე ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილი გახლავთ, რუსთაველის თეატრის ვარსკვლავს ამავე თეატრიდან გამოასვენებენ სამშაბათს.
ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს დაიბადა თბილისში. 1956 წელს ცდაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „კარდაკარ“, „ფეოლა“, „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.